[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
.::IL FENOMENO::. » მთავარი/Main Forum » ბიოგრაფია/Biography » რონალდოს ბიოგრაფია
რონალდოს ბიოგრაფია
ronaldoDate: ორშაბათი, 2009-07-13, 10:24 | Message # 1
ფანატი
Group: ადმინისტრატორი
Messages: 343
Awards: 5
Reputation: 7
Status: გასულია

რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა

რონალდო 1976 წლის 22 სექტემბერს ბრაზილიაში,რიო დე ჟანეიროს მახლობლად,ბენტო რიბეიროში დაიბადა.სახელი რონალდო ექიმ რონალდო ვალენტეს პატივსაცემად დაარქვეს.რონალდოს სრული სახელია ლუის ნაზარიო დე ლიმა.მისი და–იონე და ძმა–ნელინიო კი მას „დადადოს“ ეძახიან.

ბევრი ვარსკვლავის მსგავსად,რონალდოც ღარიბ–ღატაკ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა.მამამისი ნელიო ნაზარიო დე ლიმა იმხანად სატელეფონო კომპანია „ტელირში“ მუშაობდა,დედა სონი დოს სანტოს ბარატა კი პიცერიაში დამლაგებელი იყო.ოთხი წლის ასაკში რონალდომ მამისგან სანუკვარი საჩუქარი – ტყავის ბურთი მიიღო და მას შემდეგ ის ბურთის გარეშე აღარავის უნახავს.ბიჭუნას მოზრდილები ახლოს არ იკარებდნენ და მასისღა დარჩენოდა,თავის საყვარელ ტყავისბურთთან განმარტოვებულიყო... რონალდოს სკოლა არასოდეს იზიდავდა,მას ქუჩაში ყოფნა ერჩივნა.გავიდა დრო,რონალდო ყოველდღიურად საოცარი მონდომებთ ვარჯიშობდა–პასებს,დარტყმებს ამუშავებდა;თავს არ ზოგავდა.მისგან რაკეტასავით სწრაფი,ნებისმიერი ეზოს გუნდისთვის სასურველი ფეხბურთელი დადგა.

1988 წელს რონალდომ თავის პირველ გუნდში „ვალკუერეში“ დაიწყო თამაში.რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვეოთ,ის მეკარე იყო.თუმცა,მეკარის ხელთათმანებზე მეტად მას თავდასხმაში თამაში იზიდავდა და რადგან გოლების გატანის შნოც აღმოაჩნდა,მწვრთვნელებმა კარი სხვას ჩააბარეს.მალე რონალდოს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი დადგა.ეს „ვასკო და გამასთან“ მატჩში მოხდა.„ვალკუერემ“ მეტოქე რონალდოს გოლების წყალობით დაამარცხა.ეს ამბავი გუნდ „სოციალ რამოსის“ ხელმძღვანელს არ გამოპარვია,რომელმაც ფეხბურთელის დედის წინააღმდეგობის მიუხედავად,მისი გადაბირება მოახერხა.

პირველმა დიდმა წარმატებამაც არ დააყოვნა.რონალდო ქვეყნის 17–შლამდე ასაკის ბავშვთა ნაკრებში მოხვდა და კოლუმბიაში გამართულ სამხრეთ ამერიკის ჭაბუკ ნაკრებთა ჩემპიონატის საუკეთესლ ფეხბურთელი გახდა.საერთაშორისო არენაზე ასეთი შთამბეჭდავი დებიუტის შემდეგ ფეხბურთელი მისმა მფლობელებმა – პიტამ და მარტინსმა,რომლებსაც იგი 7 500 დოლარად ჰყავდათ ნაყიდი, „კრუზერიოს“ 50 000 დოლარად მიჰყიდეს.
რონალდოს ამხანაგები დღეს იხსენებენ,თუ რა უცნაური და მარიფათიანი იყო იგი იმ პერიოდში.პარტნიორებს ჰამბურგერებს პარავდა,მწვრთვნელს კი ახალ ბუცებსა თუ ბოტასებს.ყველას თავს აცოდებდა,ჟურნალისტებს ათასგვარი ხრიკებით აგიჟებდა... თურმე,ერთხელ,რონალდო რესტორანში შევიდა და შესჩივლა,ფეხბურთელი ვარ,არაფერი მაბადია,დანა–ჩანგალიც კი არ მაქვსო.ერთი სიტყვით, ცოტა ხანში რესტორნის მომსახურე პერსონალი ცრემლებს აღვარღვარებდა.ბოლოს,როცა რონალდო წუწუნსა და თავში ხელის ცემას მორჩა,რესტორნის მენეჯერმა მთელი სერვიზი–თეფშები,ჩანგლები და ჭიქები უფეშქაშა.

ჰოლანდიურ „პსვ–ში“გადასვლა რონალდოს კარიერაში უდავოდ დიდი ნახტომი იყო.„პსვ–ს“ მენეჯერს, არნესენს,ხოტბა შეასხეს,ყოჩაღ თქვენ, ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი რომ აღმოაჩინეთო.ამაზე არნესენმა განაცხადა, რონალდოს შეძენას ტყუილად მილოცავთ,ასეთ ნიჭიერ ფორვარდს ბებიაჩემიც კი დაინახავდაო.რონალდო კომპანია „ნაიკმაც“ შენიშნა და სპონსორად მოევლინა,არადა,მანამდე სულ რაღაც ერთი წლის წინ ბრაზილიელს „ნაიკის“ბუცების შესაძენი ფულიც კი არ ჰქონდა.

1996 წელს რონალდო ამერიკაში,ატლანტის ოლიმპიადაზე გაემგზავრა.ბრაზილიის ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა,რონალდო კი გუნდის რიგებში ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა.შედეგად,ფეხბურთელის შეძენით კატალონიური „ბარსელონა“ დაინტერესდა და რონალდო 20 მილიონ დოლარად კატალონიაში გაემგზავრა.
„ბარსასთან“ რონიმ მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა,პარალელურად „ნაიკმაც“ სასწრაფოდ მიიღო ზომები.ბრაზილიელის სპონსორობას ხომ უკვე ბევრი ცნობილი ფირმა ნატრობდა.იმ პერიოდიდან მსოფლიოში „რონალდომანია“ დაიწყო.

„ბარსას“ შემადგნლობაში რონალდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.ამ წარმატებას იგი მშვიდად შეხვდა.
ბარსელონაში ცხოვრება რონალდოს ძალიან მოსწონდა და სურდა,რომ იქდიდხანს დარჩენილიყო,თუმცა კლუბის ხელმძღვანელობასთან პრობლემები შეექმნა.ამას დაერთო მილანიდან საოცრად მიმზიდველი წინადადება და რონალდოს გულმა იტალიისკენ გაუწია.ბარსელონაში ახლაც დარწმუნებულები არიან,რომ რონალდო მათი კლუბის ერთგული არასდროს ყოფილა და თავის ინტერვიუებში ზღაპრებს ჰყვებოდა.„ბარსას“ ფანებს სჯერათ,რომ „ინტერის“ შემოთავაზებული წინადადება ბრაზილიელს კარგა ხნის აწონილ–დაწონილი ჰქონდა და თვალთმაქცობდა,აქაოდა,არსად წამსვლელი არ ვარო.ერთი სიტყვით,რონიმ არჩევანი იტალიელთა სასარგებლოდ გააკეთა და თავის კარიერაში კატალონიური გვერდი გადაფურცლა.

„ინტერმა“, მილანმა და იტალიამ რონალდო პირველივე დღიდან შეიყვარა.სერია ა–ში შესრულებული მეორე ჰეთ–თრიკის შემდეგ,ფანებმა რონალდოს „ფენომენი“ შეარქვეს.პირველ „ინტერულ“ სეზონში მან უამრავი ჯილდო მოიპოვა:„ოქროს ბუცი“, „ოქროს ბურთი“ და „ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის“ ტიტული.

მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზე რონალდო ბრაზილიის ნაკრების მთავარი იმედი იყო.საფრანგეთში რონიმ თავისი ახლობელ–ნათესთვების მთელი არმია ჩაიყვანა და ბილეთებზე თუ სასტუმროს ნომრებზე 50 ათასი დოლარი დახარჯა.თავისი გერლფრენდი,მოდელი სუზანა ვერნერი მდიდრულ სახლში მიაბრძანა და როგორც მოსალოდნელი იყო,ჭორების ქარბორბალაც აგორდა.ჟურნალისტებმა უმალ გამოთვალეს,რომ სუზანა რონალდოსთვის რიგით მე–200 ქალი იყო.რამდენიმე დღეში არგენტინულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია,სუზანას ბრაზილიელი ჟურნალისტი პედრო ბიალი ჰყვარობსო.ცხადია,ამ ყველაფერმა რონალდოზე ნეგატიური გავლენა იქონია.იგი ბიალის პირისპირ შეხვდა და კაცურად დაელაპარაკა,რის შემდეგაც გაირკვა,რომ ყველაფერი ჭორი იყო.რონალდოს ნერვები ისედაც მაქსიმალურ ზღვარზე ჰქონდა და რათქმაუნდა ყოველივე ზემოთ აღნიშნულმა ის ძალიან დააზარალა.ამას ისიც დაერთო,რომ სუზანას ხელში ჩაუვარდა ფოტო,სადაც რუსი ჩოგბურთელი ანა კურნიროვა რონალდოს კოცნიდა.ერთი სიტყვით,სუზანამ „კიჭას“ სათქმელი პირში მიახალა და დაშორდა.
საფრანგეთის ნაკრებთან ფინალური მატჩის დაწყებამდე ბრაზილიელთა თავკაცმა მარიო ზაგალომ
გადაწყვიტა,მოედანზე რონალდოს ნაცვლად ედმუნდო გაყვანა.ფორვარდი მწვრთვნელს გუნდის ექიმთან ერთად გამოეცხადა და უთხრა,თამაში შემიძლიაო...
იმ დილით ის თავს შეუძლოდ გრძნობდა.რობერტო კარლოსი,რომელიც ოთახში რონალდოსთან ერთად ცხოვრობდა,იხსენებს რომ „კიჭას“ ეპილეფსიისთვის დამახასიათებელი შეტევა ჰქონდა,რის გამოც სასწრაფოდ ექიმს უხმო,თუმცა გამოკვლევამ ეპილეფსია გამორიცხა.უბრალოდ რონალდო შეუძლოდ იყო,ალბათ ნერვიულობის გამო.ექიმს უთქვამს,თუ ითამაშებს,მის ჯანმრთელობას ეს არანაირ საფრთხეს არ შეუქმნისო.რონალდომ ითამაშა,მაგრამ ფრანგების წინააღმდეგ ვერაფერს გახდა და ბრაზილიამ წააგო.
„ინტერში“ მომავალი სეზონი რონიმ ფაქტობრივად „ცალ ფეხზე“ ჩაითამაშა,თუმცა „ინტერისგან“ განსხვავებით მის პირად „მონაპოვარს“ ცუდი არ ეთქმოდა.მან ბრაზილიეელთა 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 14 გოლი გაიტანა და 1998 წელს ზიდანის შემდეგ საუკეთესოდ აღიარეს.როგორც მანამდე,ახლაც ყველა ცნობილი სახე ცდილობს რონალდოს გვერდით გაიელვოს ,სურათებში გამოჩნდეს.მათ შორის არიან მადონა,ტიმ დანკანი,ვალენტინო როსი,რუბენს ბარიკელო და კიდევ სხვები.
ისტორია სუზანა ვერნერთან დაკავშირებით ,მან უკვე დაივიწყა.ის მეუღლესთან მილენა დომინგესთან თავს ბედნიერად გრძნობდა,მაგრამ მილენამ ქმარს „ინტერის“ ჰოლანდიელ ლეგიონერთან კლარენს ზეედორფთან უღალატა და ოჯახური იდილიაც დაირღვა.
ამასობაში „ინტერის“ ახალ მწვრთვნელად მარჩელო ლიპი დანიშნეს.მისი პირველივე განცხადება სენსაციური იყო:„მე რონალდო არ მჭირდება“,–განაცხადა მან და რონალდო სათადარიგოთა სკამზე დასვა.

ინტერში თამაშისას მიიღო რონალდოს თავისი პირველი სერიოზული ტრავმა – მან მუხლის მყესები გაიწყვიტა და საბოლოო ჯამში ამ ტრავმის გამო 2 წელიწადზე მეტი გაუცდა,თუმცა იგი სულით არ დაეცა და შეძლო ფეხბურთში დაბრუნება

კორეა–იაპონიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი,რომელიც მეტად სკანდალური გამოდგა,ბრაზილიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა.რონალდომ თავისი შესანიშნავი თამაშის წყალობით ყველა განაცვიფრა და 8 გატანილი გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

„მსოფლიო–2002“–ის შემდეგ რონალდო „რეალში გადავიდა.„სამეფო კლუბმა“ მისი შეძენა 50 მილიონად შეძლო.„რეალში“ რონალდომ შესანიშნავად ჩაატარა 4 სეზონი.მან რეალის მაისურით 100–ზე მეტი გოლის გატანა შეძლო,მაგრამ გამუდმებული ტრავმების გამო მისი კარიერა ნელ–ნელა უკან იხევდა,ამასთან ერთად მან საგრძნობლად მოიმატა წონაში,

თუმცა „მსოფლიო–2006“–ზე მან კიდევ ერთხელ გაიბრწყინა,3 გოლი გაიტანა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.ჩემპიონატის დასრულების შემდეგ „რეალში“ მთავარ მწვრთვნელად ფაბიო კაპელო დაიმიშნა,რომელმაც რატომღაც აითვალწუნა რონალდო და სათადარიგოთა სკამზე გაამწესა.რონალდოს ბევრი არ უფიქრია და 1 წრის დასრულების შედეგ, 2007 წლის თებერვალში 7,5 მილიონის სანაცვლოდ „მილანში“ გადავიდა და გოლების გატანაც დაიწყო.

მილანში ჩატარებულ 21 თამაშში რონალდომ 10 გოლი გაიტანა,თუმცა მის კარიერას მილანში თას სდევდა გამუდმებული ტრავმები.სწორედ მილანში თამაშისას მიიღო მეორე სერიოზული ტრავმა ,როცა ამჯერად უკვე მეორე მუხლზე დაიწყვიტა მყესები

ყველა ფიქრობდა რომ რონალდოს კარიერა დასრულა.მილანმა მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა და რონალდო თავისუფალი აგენტის სტატუსით ბრაზილიაში დაბრუნდა და პერსონალურად გააგრძელა ვარჯიში.ტრავმის მოშუშების შემდეგ მან ბრაზილიურ კლუბ ფლამენგოისთან გააგრძელა ვარჯიში

ყველა ფიქრობდა რომ რონალდოს კარიერა ფლამენგოში გაგრძელდებოდა,თუმცა ყველასთვის მოულოდნელად ფენომენმა 2009 წლის იანვარში მეორე ბრაზილიურ კლუბთან კორინთიანსთან გააფორმა კონტრაქტი

ახალ კლუბში დებიუტი 2009 წლის 4 მარტს შედგა.13 თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ფენომენი მოედანზე დაბრუნდა.პირველმა გოლმაც არ დააყოვნა: 8 მარტს კორინთიანსი თავის პრინციპულ მეტოქეს პალმეირასს ხვდებოდა და მატჩის ბოლო წუთზე რონალდომ თავური დარტყმით შეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა

ამის შემდეგ დაიწყო ახალი ერა რონალდოს კარიერაში,სან პაულოს ჩემპიონატში ჩატარებულ 13 მატჩში რონალდომ 10 გოლი გაიტანა,რის შედეგადაც კორინთიანსი სან პაულოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა,რონი კი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

წარმატებები ახალ კლუბში ამით არ ამოწურულა,ცოტა ხანში კორინთიანსმა ბრაზილიის თასის გათამაშებაც ტრიუმფალურად დაასრულა,რაშიც უდიდესი როლი ითამაშა რონალდომ

მიუხედავად კორინთიანსში წარატებული თამაშისა,ტრავმები გამუდმებით თან სდევს რონალდოს.ბრაზილიეროს ჩემპიონატის ერთ–ერთ მატჩში რონელიც 2009 წლის 26 ივლისს გაიმართა პალმეირასის წინააღმდეგ,კორინთანსის ლიდერი მეტოქეს შეეჯახა და ძირს დაეცა.ამ დაცემის შედეგად კი მან ხელი მოიტეხა.მას ოპერაცია გაუკეთეს და უკვე დაახლოებით ერთი თვეა რონალდო მოედანზე არ გასულა.მის ფეხბურთში დაბრუნებას სექტემბრის ბოლოსთვის ვარაუდობენ

ხელის ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულ რონალდოს აშკარად წონა ჰქონდა მომატებული და ძველებურად ვეღარ თამაშობდა.მისი არცთუისე კარგი თამაში კორინთიანსის შედეგებზეც აისახა,გუნდმა ბრაზილიის ჩემპიონატი მეათე ადგილზე დაასრულა.ტრავმებმა კი არც ამჯერად დაიგვიანეს და სეზონის ბოლოსწინა თამაშში რონალდომ ბარძაყის ტრავმა მიიღო

ამ ტრავმის გამო სეზონი დასრულდა,თუმცა საბედნიეროდ ტრავმა სერიოზული არ გამოდგა.საბოლოო ჯამში რონალდოსთვის 2009 წლის სეზონი საუკეთესო იყო 2002 წლის შემდეგ.მისი საბოლოო შედეგი ასეთია:38 თამაშში 23 გოლი,პაულისტას ჩემპიონი და საუკეთესო მოთამაშე,ბრაზილიის თასის გამარჯვებული და წლის ბრაზილიელი.

განახლებულია 26.12.2009


The Greatest Striker Of All Times In The World - This Is RONALDO, And There Is Only One RONALDO ===>







 
BekaRonaldoDate: შაბათი, 2009-10-24, 10:26 | Message # 2
მაყურებელი
Group: მოდერატორი
Messages: 310
Awards: 11
Reputation: 10
Status: გასულია
AMIS MERE VINME ITYVIS RO ES ADAMIANI LEGENDA ARAA ??????? wink

დამატებულია (2009-10-08, 8:31 Pm)
---------------------------------------------
tongue tongue tongue tongue tongue tongue

დამატებულია (2009-10-24, 10:26 Am)
---------------------------------------------
ise mainteresebs flamengoshi rato ar gadavida ? happy


BRaziliaN GoaL ScoRinG MachiNe --> R O N A L D O !!!

 
ronaldoDate: შაბათი, 2009-10-24, 10:35 | Message # 3
ფანატი
Group: ადმინისტრატორი
Messages: 343
Awards: 5
Reputation: 7
Status: გასულია
BekaRonaldo,
კონტრაქტი არ შესთავაზეს და ძალით ხო არ დარჩებოდა? biggrin biggrin


The Greatest Striker Of All Times In The World - This Is RONALDO, And There Is Only One RONALDO ===>







 
BekaRonaldoDate: კვირა, 2009-11-01, 16:09 | Message # 4
მაყურებელი
Group: მოდერატორი
Messages: 310
Awards: 11
Reputation: 10
Status: გასულია
hooooooo,tu egre iyo saqme smile smile

BRaziliaN GoaL ScoRinG MachiNe --> R O N A L D O !!!

 
BekaRonaldoDate: შაბათი, 2009-12-26, 17:08 | Message # 5
მაყურებელი
Group: მოდერატორი
Messages: 310
Awards: 11
Reputation: 10
Status: გასულია
dry dry dry

BRaziliaN GoaL ScoRinG MachiNe --> R O N A L D O !!!

 
nikaR9Date: შაბათი, 2009-12-26, 18:36 | Message # 6
დამწყები
Group: მომხმარებელი
Messages: 15
Awards: 1
Reputation: 1
Status: გასულია
sagol akaia dzaan momewona axali biografiaa da is bolo sityvebi xo vafshe magari dzaan sagol
 
BekaRonaldoDate: კვირა, 2010-01-17, 19:27 | Message # 7
მაყურებელი
Group: მოდერატორი
Messages: 310
Awards: 11
Reputation: 10
Status: გასულია
stars2 stars3

BRaziliaN GoaL ScoRinG MachiNe --> R O N A L D O !!!

 
DoDiKaDate: კვირა, 2010-05-16, 10:32 | Message # 8
წევრი
Group: მომხმარებელი
Messages: 53
Awards: 1
Reputation: 1
Status: გასულია
საღოოლ რა რამდენჯერ მაქ წაკითხული და კიდე წავიკითხე stars3

 
BekaRonaldoDate: კვირა, 2010-05-23, 17:42 | Message # 9
მაყურებელი
Group: მოდერატორი
Messages: 310
Awards: 11
Reputation: 10
Status: გასულია
რონი გეჯეა P P P :D crazy

BRaziliaN GoaL ScoRinG MachiNe --> R O N A L D O !!!

 
penomeniDate: სამშაბათი, 2010-06-01, 18:43 | Message # 10
დამწყები
Group: მომხმარებელი
Messages: 3
Awards: 0
Reputation: 1
Status: გასულია
au roni tramvebs rom ar gaemcarebina, kristiano da messi amastan shedarebit amauri da iaqinta iqnebodnen cali pexit rom darbian

penomena
 
.::IL FENOMENO::. » მთავარი/Main Forum » ბიოგრაფია/Biography » რონალდოს ბიოგრაფია
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა: