მთავარი » ფაილები » ახალი ამბები

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 208
ნაჩვენებია მასალა: 191-200
გვერდები: « 1 2 ... 18 19 20 21 »

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ჩატვირთვებით · ნახვებით

როგორც იცით გუშინ გაიმართა ბრაზილიის ჩემპიონატის 25–ე ტური მატჩი კორინთანსსა და გოიასს შორის.ეს თამაში იმით იყო გამორჩეული,რომ ორთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ბრაზილიელი ფენომენი რონალდო.თამაში კორინთანსისთვის წარუმატებელი გამოდგა და საბოლოოდ მისი მარცხით 1–4 დასრულდა.რონალდომ სრულად ითამაშა და რამდენჯერმე გოლის გატანაც შეეძლო,თუმცა კარგად თამაშობდა გოიასის მეკარე,ერთხელ კი რონის დარტყმული ჯარიმა ძელმა მოიგერია,დამატებაზე კი დენტინიომ შეძლო ერთადერთი გოლის გატანა.სრულიადში იხილეთ ყველა გოლი
ახალი ამბები | ნანახია: 976 | ჩამოტვირთულია: 0 | დაამატა: ronaldo | თარიღი: 2009-09-21 | რეიტინგი: 5.0/1 | კომენტარები (9)

ბრაზილიელი თავდამსხმელი რონალდო მზად არის მოედანზე დასაბრუნებლად და დიდი შანსია რომ იგი  უკვე ხვალ კორინთანსის მაისურს მოირგებს გოიასთან თამაშში.რონალდომ გამოტოვა ბოლო 2 თვე ხელის ტრავმის გამო.ამ ტრავმამდე ბრაზლილელს ტიმაოს მაისურით 5 თამაშში 6 გოლი ჰქონდა გატანილი ბრაზილიეროს ჩემპიონატში.როგორც კლუბის ექიმმა პაულო დე ფარიამ განაცხადა გარკვეული პერიოდის განმავლობაში რონალდოს თამაშისას ხელზე სპეციალური დამცავი მოწყობილობა ეკეთება
ახალი ამბები | ნანახია: 870 | ჩამოტვირთულია: 0 | დაამატა: ronaldo | თარიღი: 2009-09-20 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები (0)


რონალდოს ფეხბურთში დაბრუნების შემდეგ ყველაზე აქტუალური საკითხი მისი ნაკრებში დაბრუნების შეასძლებლობაა.ყველა ინტერვიუში ამ საკითხს პირველი ადგილი უკავია.ამ თემას რონალდო შაბათის პრესკონფერენციაზეც ვერ გაექცა და ჟურნალისტებს სელესაოში მისი შესაძლო დაბრუნების შესახებ გაესაუბრა.გაგრძელება სრულიადში

ახალი ამბები | ნანახია: 941 | ჩამოტვირთულია: 0 | დაამატა: ronaldo | თარიღი: 2009-09-19 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები (0)

დღეს,18 სექტემბერს ბრაზილიელ ფორვარდს დაბადებიდან 33 წელი შეუსრულდა.ჩვენი საიტის ადმინისტრაცია და მომხმარებლები ულოცავენ ფენომენს ამ თარიღს და წარმატებას უსურვებენ კარიერასა და პირად ცხოვრებაში
RONALDO!!! 
გილოცავთ დაბადების დღეს!!!
HAPPY BIRTHDAY!!! 
FELIZ CUMPLEANHOS!!! 
С ДНЕМ РОЖДЕНИЯ!!!
CADA DIA TE ESPERAMOS!!! 
CADA DIA QUEREMOS VERTE!!!
CUIDATE, PERO REGRESA YA!!!


ახალი ამბები | ნანახია: 1512 | ჩამოტვირთულია: 0 | დაამატა: ronaldo | თარიღი: 2009-09-18 | რეიტინგი: 5.0/2 | კომენტარები (8)

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა 1996,1997 და 2002 წლებში,რონალდომ განაცხადა რომ არ დაუკარგავს  ნაკრებში დაბრუნების იმედი,ნაკრებში სადაც მან ორჯერ შეძლო მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოგება.32 წლის ფორვარდი ხელის ტრავმის შემდეგ მოედანს უბრუნდება.შეგახსნებთ რომ ამ ტრავმის გამო ფენომენი 26 ივლისის მერე აღარ გასულა.როგორც იტყობინება Globoesporte რონალდოს შეეძლება თამაში ბრაზილიის ჩემპიონატის  მატჩში გოიასის წინააღმდეგ,რომელიც კვირას გაიმართება.

ახალი ამბები | ნანახია: 913 | ჩამოტვირთულია: 0 | დაამატა: ronaldo | თარიღი: 2009-09-17 | რეიტინგი: 5.0/1 | კომენტარები (2)

როგორც იტყობინენა Globo ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთვნელმა კარლოს დუნგამ დაასახელა იმ ფეხბურთელების ვინაობა რომლების სელესაოს ღირსებას დაიცავენ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკაში.სიაში 21 ფეხბურთელია,მათ შორის რონალდინიო და ადრიანო.ხოლო რონალდო და ვაგნერ ლავი განაცხადში არ არიან.დუნგამ ასევე განაცხადა რომ მსოფლიო ჩემპიონატამდე მთელი სეზონია და არ არის გამორიცხული შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება და ცვლილებები შეიტანოს განაცხადში


ახალი ამბები | ნანახია: 974 | ჩამოტვირთულია: 0 | დაამატა: ronaldo | თარიღი: 2009-09-12 | რეიტინგი: 5.0/2 | კომენტარები (10)

რონალდომ განაცხადა რომ სურს მოედანზე დაბრუნება 20 სექტემბერს გოიასთან მატჩში რომელიც პეკაემბუზე გაიმართება.შეგახსნებთ,რომ მანო მენეზესის  აზრით რონალდოსთვის დაბრუნების საუკეთესო თარიღი,ხელახალი ტრავმის მიღების ყოველგვარი რისკის გამოსარიცხად,არის 27 სექტემბერი.გაგრძელება სრულიადში

ახალი ამბები | ნანახია: 948 | ჩამოტვირთულია: 0 | დაამატა: ronaldo | თარიღი: 2009-09-12 | რეიტინგი: 5.0/2 | კომენტარები (2)

გუშინ,ესპანურმა გამოცემა marka-მ  სპეციალური კითხვით მიმართა თავის მკითხველებს.გუშინდელ თარიღთან დაკავშირებით (09–09–09) ესპანელებს უნდა გამოვლინათ ყველა დროის საუკეთესო 9 ნომერი.ესპანელთა გადაწყვვეტილებით მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთსო 9 ნომრად დაასახელეს რონალდო,მეორე ადგილი დი სტეფანომ,ხოლო მესამე–რომარიომ დაიკავა.
ახალი ამბები | ნანახია: 1002 | ჩამოტვირთულია: 0 | დაამატა: ronaldo | თარიღი: 2009-09-10 | რეიტინგი: 5.0/3 | კომენტარები (7)

null

კორინთიანსის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება რომ განათავსოს რონალდოს პორტრეტი კლუბის მემორიალზე რომელიც მდებარეობს სტადიონზე Parque de Sao Jorge სან პაულოში.ასეთი გადაწყვეტილება ტიმაოს ბოსებმა მას შემდეგ მიიღეს რაც რონალდომ გუნდში გატარებული 9 თვის განმავლობაში 17 გოლი გაიტანა და დაეხმარა კლუბს 2 ტიტულის მოგებაში.სანიტერესოა რომ კორინთანსის ასწლიანი ისტორიის მანძილზე კლუბის გალერეაში ორმოცამდე ფეხბურთელის პორტრეტი მოხვდა,იტყობინება O Jogo

ახალი ამბები | ნანახია: 948 | ჩამოტვირთულია: 0 | დაამატა: ronaldo | თარიღი: 2009-09-09 | რეიტინგი: 5.0/1 | კომენტარები (3)

როგორც იქნა დასახელდა რონალდოს დაბრუნების ზუსტი თარიღი.ეს გააკეთა ტიმაოს მწვრთვნელმა მანო მენეზესმა.მან განაცხადა რომ აღარ სურს კვლავ დაკარგოს ფენომენი და დარწმუნებილია რომ რონალდო მზად იქნება დასაბრუნებლად დერბიში სან პაულოს წინააღმდეგ მატჩში რომელიც 27 სექტემბერს გაიმართება.

"შესაძლოა ის სან პაულოსთან მატჩამდეც დაბრუნდეს,თუ აღდგენის პროცესი კარგად წავა მას ამის შანსი ექნება,თუმცა ეს გარკვეულ რისკებთან და სიძნელეებთან იქნება დაკავშირებული,ჩვენ გვირჩევნია მოვიცადოთ და ფენომენი მოედანზე 27–ში გავუშვათ ვიდრე უფრო ადრე და კვლავ დავკარგოთ იგი დარჩენილ ათ თამაშში"–თქვა მანო მენეზესმა

ახალი ამბები | ნანახია: 898 | ჩამოტვირთულია: 0 | დაამატა: ronaldo | თარიღი: 2009-09-09 | რეიტინგი: 5.0/2 | კომენტარები (2)

1-10 11-20 ... 171-180 181-190 191-200 201-208