მთავარი » ფაილები » სხვა

ბრაზილია 1998
2010-06-28, 14:42

შემადგენლობა :

1)   კლაუდიო ანდრე მერგენ ტაფარელი

2)   მარკოს ევანგელისტა დე მორაეშ კაფუ

3)   ალდაირ ნასიმენტო სანტოსი

4)   რაიმუნდ ფერეირა რამოს ჟუნიორი ( ბაიანო)

5)   კარლოს სეზარ სამპაიო კამპოსი

6)   რობერტო კარლოს და სილვა

7)   ჯოვანი სილვა დე ოლივეირა

8)   კარლუშ გაეტანო ბლენდერი ვერი დუნგა

9)   რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა

10) რივალდო ვიქტორ ბორბა ფერეირა

11) ემერსონ ფერეირა და როსა

12) კარლოს ჟერმანო შვემბეკ ნეტო

13) ჟოზე კარლოს დე ალმეიდა (ზე კარლოსი)

14)  მარსელო გონსალვეს კოსტა ლოპესი  

15) ანდრე ალვეს კრუზი 

16) ჟოზე რობერტო და სილვა ჟუნიორი (ზე რობერტო) 

17) დორიგალ გუიდონი ჟუნიორი

18) ლეონარდო ნასიმენტო დე არუხო

19) დენილსონ დე ოლივეირა    

20) ჟოზე რობერტო გამა დე ლოივეირა (ბებეტო)

21) ედმუნდო ალვეშ დე სოუზა

22) ნელსონ დე ხესუს სილვა (დიდა)

მთავარი მწვრთნელი : მარიო ხორხე ლობო ზაგალო

   ბრაზილიას არ მოუწია ეთამაშა მუნდიალის შესარჩევი თამაშები, რადგან მაშინ ჯერ კიდევ მოქმედებდა წესი,    რომლის მიხედვითაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ავტომატურად ხდებოდა მომავალი ტურნირის მონაწილე.

   1994 წლის ამერიკის მუნდიალის შემდეგ კარლოს ალბერტო პარეირამ დატოვა მთავარი მწვრთნელის პოსტი და  განაცხადა, რომ მას მსოფლიო ჩემპიონის რანგში წასვლა სურდა.  ( თუმცა ამასთან დაკავშირებით არსებობს სხვა  ცნობებიც, ბევრის მტკიცებით პარეირას წასვლის მიზეზი ბრაზილიელთა არასახარბიელო თამაშის შედეგად  ჩემპოიონობაა, რადგან მიუხედავად  გამარჯვებისა მას მაინც აკრიტიკებდნენ) მის შემცვლელად კი  ბრაზილიური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა მარიო ზაგალო მოვიდა.

   ზაგალო, როგორც ფეფბურთელი 1958 და 1962 წლებში მსოფლიოს ჩემპიონი გახლდათ,  ხოლო 1970 და 1994 წლებში მწვრთნელთა შტაბში მუშაობდა.

   მას არ დაუწყია ახალი გუნდის მშენებლობა და ცდილობდა პარეირას ”მემკვიდრეობას” გაჰყოლოდა, თუმცა იყო  რამდენიმე ცვლილება, პირველ რიგში ეს იყო რონალდო....  

   რონი 1998 წლისთვის მხოლოდ 21 წლის გახლდათ და ნაკრების უპირობოდ ძირითადის ფეხბურთელად  ითვლებოდა.  ის ადრევე გაემგზავრა ევროპაში და სახელი მოიხვეჭა. ჯერ ჰოლანდიური პსვ ეინდჰოვენი იყო სადაც  თავისი ვირტუოზული ტექნიკით, სისწრაფით, ფიზიკური ძალითა და მოქნილობით აღფრთოვანებაში მოჰყავდა    მთელი საფეხბურთო სამყარო, შემდეგ კატალონიის ბარსელონაში გადაბარგდა, სადაც კიდევ უფრო გამოავლინა  თავისი უდიდესი ნიჭი, მისი ყოველი გოლი ტრილებდა სხვადასხვა სპორტული არხების ეთერში მთელი მსოფლიოს  მასშტაბით. თუმცა ჯერ კიდევ მაშინ ვერავინ ხვდებოდა თუ რა გამოცდას უმზადებდა რონის ცხოვრება თავის  საფეხბურთო კარიერაში....

   ახალი სახე იყო დაცვის ხაზშიც, მარცხენა ფრტა მთლიანად დაიკავა რეაქტიულმა რობერტო კარლოსმა, რომელიც  სხვებისგან თავისი სისწრაფითა და დარტყმის სიძლიერით გამოირჩეოდა. რობერტომდე ეს ადგილი ლეონარდოს  ეკუთვნოდა, ზაგალოსთვის ეს ფეხბურთელი ძვირად ფასობდა და გადაწყვიტა ის ნახევარდაცვაში გადაეყვანა სადაც    მისი პარტნიორები ”მარადიული” დუნგა, სეზარ სამპაიო და რივალდო გახდნენ. ამ უკანასკნელს გუნდში  გამთამაშებლის ფუნქცია ეკისრებოდა.  მარიოს კიდევ ერთი აღმოჩენა დენილსონი გახდა, რომელმაც 1997 წლის კოპა  ამერიკაზე მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა მას ძირითადში თამაში იშვიათად უწევდა.

   ბრაზილიის ნაკრების საუკეთესო ხაზი უდავოდ  თავდასხმა   იყო !  რონალდო-რომარიო, ეს ფეხბურთელები  მსოფლიოს ყველა დრის ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდებად ითვლებიან. მათი დუეტი შეუჩერებელი იყო და ამას  საკუთარ თავზე განიცდიდა ბრაზილიელთა მეტოქის მცველები. როცა ისინი ერთად თამაშობდნენ იქმნებოდა  შთაბეჭდილება, რომ თვალდახუჭულნიც კი გადააწვდიდნენ ერთმანეთს ზუსტა პასს, მათი გენიალური  ომბინაციებიდან გასული ყოველი გოლი ხელოვნების დარგიდან უფრო იყო ვიდრე სპორტიდან. რო-რო_ს მრისხანება    თამაშის დაწყებამდეც კი აშინებდა მეტოქე გუნდის მცველებსა და გულშემატკივრებს. მარიოს განკარგულებაში ასევე  იყვნენ ბებეტო და ედმუნდო. ასეთი კონტიგენტის შემხედვარე ზაგალომ თავს უფლება მისცა მუნდიალზე ისეთი  შემსრულებლები არ წაეყვანა, როგორებიც: ჯოვანი ელბერი, სავიო და ტულიო იყვნენ.

   თუმცა მუნდიალის დაწყებამდე რომარიომ მძიმე ტრავმა მიიღო, სრულად აღდგენა ვერ მოასწრო და დიდი თათბირის  შემდეგ ბრაზილიელებმა გადაწყვიტეს მისი განაცხადს გარეთ დატოვება.

   საფრანგეთში ”ყვითლების” პირველი მეტოქე შოტლანდიის ნაკრები იყო. მატჩში იგრძნობოდა სამხრეთ  ამერიკელების  უპირატესობა, თუმცა რაიმე განსაკუთრებულის ჩვენება მათ ვერ მოახერხეს, თუ არ ჩავთვლით  რონალდოს გაბრწყინებას რამდენიმე ეპიზოდში რა თქმა უნდა ინდივიდუალურობის ხარჯზე. თამაში სამხრეთელებმა  2-1 მოიგეს.

   რიგით მეორე მატჩი ”სელესაომ” მაროკოელთა წინააღმდეგ გამართა და ადვილად რონალდოს, ბებეტოსა და  რივალდოს გოლებით მეტოქე 3-0 დაამარცხა. მატჩის უდავოდ დასამახსოვრებელი ეპიზოდი მაროკოელი  ფეხბურთელის უხეშობაა რონალდოს წინააღმდეგ, მან ფენომენ გაშლილი ფეხი უმოწყალოდ ჩაარტყა მუხლს მცირედ  ზევით, რუსი არბიტრი ნიკოლაი ლევნიკოვი ვალდებული იყო ”დამნაშავე” არასპორტული საქციელისთვის  გაეძევებინა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა და სავსებით სამართლიანი იყო ის, რომ ეს მისი პირველი და უკანასკნელი  მატჩი გამოდგა მუნდიალზე.

   მესამე ტური თამაში ბრაზილიას არაფერს უწყვეტდა, მათ უკვე განაღდებული ჰქონდათ პირველი ადგილი, თუმცა  ზაგალომ ნორვეგიელთა წინააღმდეგ საბრძოლო შემადგენლობა გამოიყვანა. ბებეტოს გოლით იგებდნენ კიდეც თუმცა    ევროპელებმა 2 გოლის გატანა მოახერხესა და მატჩი სასურველ დასასრულამდე მიიყვანეს. აღსანიშნავია ისიც, რომ  ბრაზილიას უკანასკნელი 2 წლის მანძილზე 2 მატჩი წაეგო და ორივე ნორვეგიასთან !!! 

   1/8 ფინალში სამხრეთ ამერიკული დერბი გაიმართა ბრაზილია ჩილეს წინააღმდგ, ამ უკანასკნელლის  შემადგენლობაში 2 ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელი ივან სამორანო და მარსელო სალასი გამოდიოდა. სალასმა  მოახერხა კიდეც გოლის გატანა თუმცა მანამდე სეზარ სამპაიოსა და რონალდოს 2-2 გოლით ბრაზილია 4-0_ს იგებდა.  ამ მატჩში შეუჩერებელი იყო იყო რონალდო, რომელსაც კიდევ შეეძლო რამდენიმე გოლის გატანა, მაგრამ ჩილელთა  მხარეს იყო ძელი იმ შეხვედრაში.  

   მეოთხედფინალში ”სელესაოს” დანიელები ელოდნენ. დანია ძალიან ძლიერი, ყველა რგოლში დაბალანსებული  გუნდი იყო, გამსარჩევია ძმები ლაუდრუპები და პიტე შმეიხელი.  4_ე წუთზე იგებდნენ კიდე იორგენსენის გოლით  ევროპელები. მეტოქე გუნდი ხვდებოდა, რომ რონალდოს განეიტრალება შეიძლებოდა სასურველი შედეგის მიღწევის  გარანტი ყოფილიყო კიდეც და ამიტომ რონი მუდამ 2-3 ფეხბურთელის გარემოცვაში იმყოფებოდა. ფენომენმა მასზე  უხეშობების შემდეგ თავისი ასაკისთვის მეტად ბრძნული  თამაშის ხარჯზე სცადა ფონს გასვლა, მან პოზიცია შეიცვალა  და ახლა უკვე ის იწყებდა ბრაზილიელთა იერიშებს საკუთარი ნახევრიდან, ინდივიდუალურობის ხარჯზე ახერხებდა  რამდენიმე მეტოქის ჩამოშორებას რაც საკუთარ თანაგუნდელებს თავისუფალ სივრცეებს უქმნიდა, მისი 2 საგოლე  გადაცემა ( ბებეტოსა და რივალდოს მისამართით) სწორედ ამაზე მეტყველებს.  დანიელებმა მეორე ტაიმში ანგარიში  გაათანაბრეს, რობერტო კარლოსის უხეში შეცდომის შედეგად, მაგრამ რამდენიმე წუთში შმეეიხელმა რივალდოს  დარტყმულს 25 მეტრიდან ვერაფერი მოუხერხა. საბოლოოდ 3-2 ”ყვითლების” სასარგებლოდ.      

                                                                                                                                 

   ნახევარფინალში ზაგალოს გუნდს ჰოლანდიასთან მოუწია შეხვედრა, რომელის რიგებშიც უამრავ მაღალი დონის  შემსრულებელს მოეყარა თავი. ”ნარინჯისფერთა” მაშინდელი თავკაცი გუუს ჰიდინკი მეტად არასერიოზული და ს  აფუძველს მოკლებული ”აღმოჩენით” მივიდა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე, მისი განცხადებით ბრაზილიელებს,  რომლებმაც მანამდე ჩატარებულ 5 შეხვედრაში 13 გოლის გატანა მოახერხეს, თავდასხმის ორგანიზებაში სერიოზული  პრობლემები ჰქონიათ.  

   ბრაზილიელთა თავდასხმის პრობლემებზე რა მოგახსენოთ და ჰოლანდიელებს კი აღმოაჩნდათ დაცვაში პრობლემები    ისინი ვერაფერს უხერხებდნენ რონალდოს სწრაფ, თექნიკურ გარღვევებსა და რივალდოს გენიალურ გადაცემებეს.    სწორედ რივალდოს გადაცემით გახსნა მატჩში ანგარიში რონალდომ, ერთ-ერთ ეპიზოდში მან 6 !!! ჰოლანდიელს შორის  გაატარა ბურთი, რომელიც რონალდომ მიიღო, სწრაფად გაირბინა რამდენიმე მეტრი და.... მცველი ჩაუვარდა ფეხებში,  მსაჯმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღო: დარტყმა კარიდან.  ბრაზილიელებმა კიდევ ბევრი მომენტი გაანიავეს და  პატრიკ კლუივერტის გამათანაბრებელი გოლის შემდეგ მატჩი ჯერ დამატებით დროში, შემდეგ კი  თერთმეტმეტრიანების სერიაში გადავიდა სადაც კლაუდიო ტაფარელის არაფერი გაუტარების რაც მისი კარისკენ  წავიდა ! შეეგად ბრაზილია ფინალში გავიდა !




   ფრანგებთან საფინალო დაპირისპირების წინ საფეხბურთო სამყარო ბრაზილიელთა განაცხადის ნახვამ შოკში  ჩააგდო !  განაცხადში არ ფიგურირებდა რონალდო ! არა მარტო ბრაზილიელთა საუკეთესო მოთამაშე არამედ მთელი  მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი.  თუმცა მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე განაცხადში ცვლილება  მოხდა: ფიფამ ”სელესაოს ” დააკმაყოფილა და რონალდოც სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა. მოგეხსენებათ  ფრანგებმა ფინალი 3-0 მოიგეს, რონის თამაში კი ძალიან უსახური იყო. 

   მაინც რა მოხდა იმ თამაშის წინ, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის კარიერაში  უმნიშვნელოვანესი იყო ? 

   რონალდოს მეზობელი სასტუმროს ნომერში რობერტო კარლოსი შემდეგ იხსენებდა, თუ როგორ დაინახა მან ზეწარში გახვეული რონალდო, რომელსაც ეპილეფსიისთვის დამახასიათებელი კრუნჩხვები ჰქონდა. გამოკვლევებმა კი დაადასტურეს, რომ ეპილეფსია არაფერ შუაში და ეს ასე რომ ყოფილიყო რონის კარიერის დასრულება მოუწევდა. ბოლოს კი გაცხადდა ექიმთა დასკვნა, რომელშის მიხედვითაც რონალდოს ნერვული აშლილობა ჰქონდა ზედმეტი გადატვირთულობის  გამო. ზაგალო იხსენებდა, რომ მას თვითონ რონალდომ თხოვა თამაშის უფლება, რასაც მცირე ორჭოფის შემდეგ გუნდის ექიმებიც დაეთანხმნენ. ასევე ცობილია, რომ რონის საავადმყოფოში წაყვანის შემდეგ როცა მას იქ გამოკვლევები ჩაუტარეს ექიმებმა მას მოედანზე გასვლის უფლება არ მისცეს.

   ფრანგული სასტუმროს ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელშიც სამუნდიალოდ ბრაზილიელებს დაედოთ ბინა იხსენებს რომ მატჩის წინ როცა ”სელესაოს” ფეხბურთელები სასტუმროდან სტადიონზე წასასვლელად ემზადებოდნენ, მათი სახეების შემხედვარე შეუძლებელი იყო ვერ გამოგეცნო მათი საშინელი განწყობა და მატჩის შედეგი.

  უამრავი არსებული ფაქტის მიუხედავად მაინც გაურკვეველი რჩება თუ რა მოხდა ბრაზილიელთათვის იმ საშინელ დღეს. 


კატეგორია: სხვა | დაამატა: ronaldao
ნანახია: 1464 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 10 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 10
avatar
0
10 EDEMI • 10:37, 2010-07-03
საინტერესო და შთამბეჭდავი სტატია... ბრაილია მაინც ყველას ჯობია თავისი ლამაზი თამაშით და ვისაც ბრაზილია და რონალდო არ უყვარს და არ მოსწონს თამაშის აზრზე არაა..........
avatar
0
9 vexsi09 • 02:08, 2010-07-03
დუნგას დედა,ცაეყვანა რონალდოოოო
avatar
0
8 mari9dadado • 01:38, 2010-06-29
ძააან მაგარი იყო და ძაან დავიგრუზეეეე. ძააან ნერვები მეშლება მაგ მსოფლიოზე გაურკვეველი მიზეზის გამო ვერ მოიგეს და რონალდომაც ვერ დაიმსახურა კიდევ ერთი დიდებააააა :(((( ძაან ცუდიააა არა და აშკარად ყველაფერი კარგად რო ყოფილიყო რონალდო გაიტანდა გოოოლსსს. მაგარი უბედურია რა ეგ კაციიიიი მაგის ადგილას მაგარი დავიგრუზებოდი ცხოვრებაზე და საკუთარ ბედზეეეე stars2 stars2 stars2 stars2
avatar
0
7 rezi • 21:58, 2010-06-28
ძალიან მაგარი სტატიააა.... მართლა საჭიროა ესეთი სტატიები რომ მუდმივად გვახსოვდეს რა საოცარი კარიერა ქონდა რონალდოს და კიდევ უფრო მეტი გავიგოთ მის შესახებ...
მე პირადად მესიამოვნა ამ სტატიის წაკითხვა მაგრად, მადლობა რონალდაო... :)
avatar
0
6 dima • 21:54, 2010-06-28
stars2 stars2 stars2 ასე იყო ტუ ისე რონიმ ტავის დლიერება 2002 წელს წელს დაამტკიცა....ტან როგოოოორრრრრრრ..........
avatar
0
5 ronaldao • 16:44, 2010-06-28
ისე დააკვირდით დუნგას ისეთივე საზიზღარი სახელი აქ როგორიც თვითონაა :D :D
კარგია ;)
avatar
0
4 ronaldo • 16:20, 2010-06-28
საღოლ მაგარი სტატიაა,ბევრი გიმუშავია ;) stars2
avatar
0
3 BekaRonaldo • 15:59, 2010-06-28
აი შევცვალე
avatar
1
2 ronaldao • 14:51, 2010-06-28
ბოლო 2_ს თუ გაადიდებ კაი იქნება.... და რამდენიმეს თუ დაამატებ ფინალიდან მშვენიერი იქნება. დავიღალე :D
avatar
0
1 BekaRonaldo • 14:50, 2010-06-28
ძალიან კაი სტატიაა მაგრან ძალიან პატარა სურატებია :D თუ გინდა უცფად გამოვაწორებ ამას :D
ComForm">
avatar