მთავარი » ფაილები » სხვა

ტიმაოს ბედი ვერდაოს ხელშია
2010-11-24, 14:00

   ფავორიტებში ”აუტსაიდერი” კრუზეიროა, რომელიც პირველ და მეორე ადგილოსნებს შესაბამისად 2 და 1 ქულით ჩამორჩება. მთავარი ბრძოლა კი კორინთიანსსა და ფლუმინენსეს შორისაა მოსალოდნელი.

  შემდეგ ტურში ლიდერი ფლუმინენსე გასვლაზე ქალაქ სან-პაულუში ადგილობრივ პალმეირასს დაუპირისპირდება. როგორც საქართველოში თვლიან  ამ ”რთული” მატჩის მოგების შემთხვევაში ფლუს უკვე აღარ უნდა გაუჭირდეს ნანატრი ჩემპიონობის მოპოვება.

  მართალი გითხრათ მიმაჩნია, რომ ეს ”რთული” მატჩი რიოელთათვის ადვილ გასეირნებად გადაიქცევა და მხოლოდ და მხოლოდ გუარანის მეიმედება ბოლო ტურში...

მაშ ასე მიზეზები, თუ რატომ უნდა წააგონ ღორებმა(პალმეირასის არაოფიციალური მეტსახელი) სამფეროვნებთან :

1) პირველი და უმთავრესი მიზეზი ამ კლუბების წარსულს უკავშირდება.

   საფეხბურთო კლუბი კორინთიანსი 1910 წლის 1 სექტემბერს შეიქმნა, კლუბის შემქმნელებმა სახელი ლონდონის კლუბ კორინთიანსისაგან აიღეს. მოგეხსენებათ ბრიტანელებმა 20_ე საუკუნის დასაწყისში ბრაზილიაში ტურნე გამართეს და იქაურ ”გრანდებს” ადვილად გაუსწორდნენ. ინგლისელებით აღფრთოვანებულმა ახალგაზრდებმა რამდენიმე წლის შემდეგ დააარსეს ფეხბურთის გუნდი სახელად ”კორინთიანსი”.

   1914 წელს ტიმაოში მოთამაშე იტალიელებმა გადაწყვიტეს გუნდს გამოჰყოფოდნენ და ახალი გუნდი ”პალესტრა იტალია” შექმნეს (1942 წლიდან კლუბს პალმეირასი ქვია, სახელი შეცვლის მიზეზი მეორე მსოფლიო ომში იტალიელების მონაწილეობა იყო ფაშისტთა მხარეს). 

  ამ წაგებით ”მწვანეები” თავის მოსისხლე მტერს ჩემპიონობის შანსს კიდევ უფრო შეუმცირებენ, სხვა რა იქნება იმაზე უკეთესი პალმეირასის გულშემატკივრისთვის, როცა ”ვერდაო” კორინთიანსისთვის ჩემპიონობის წართმევაში მთავარ როლს ითამაშებს ???

2)  მეორე მიზეზი სატურნირო მდგომარეობაა.

   პალმეირასი 50 ქულით 10_ე პოზიციას იკავებს, ამ ორი შეხვედრის მოგების შემთხვევაშიც კი ისინი ვერ მოახერხებენ ლიბერტადორესის თასის საგზურის მოპოვებას. ასე, რომ ისინი დერბის უმოტივაციოდ ხვდებიან.

3) მესამე მიზეზი ”კოპა სუდამერიკანაა”.

   დღეს გვიან ღამით ”სუდამერიკანას” თასზე ”ვერდაო” შინ  გოიასს მიიღებს, სან-პაულუელებმა პირველი მატჩი გასვლაზე მარკოს ასუნსაოს ულამაზესი გოლის წყალობით 1-0 მოიგეს და დიდი ნაბიჯი გადადგეს ფინალისაკენ. ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ”დიდ ფილს” კიდევ ერთი საბაბი ექნება რათა ძირითადი შემადგენლობა არ გამოიყვანოს. სკოლარიმ ამგვარ ხერხს უკვე მიმართა და ფეხბურთელების დასვენების მიზნით ატლეტიკო გოიანენსესთან და ატლეტიკო მონეიროსთან მეორე შემადგენლობა გაიყვანა. შედეგად ”ვერდაომ” ჯერ 0-3, ხოლო წინა ტურში 0-2 წააგო. 

   ჟურნალისტებთან ინტერვიუში  თვითონ სკოლარისაც არ  დაუმალავს, რომ აქცენტს ”სუდამერიკანაზე” აკეთებს.

   და ბოლოს მატჩი არა პალმეირასის მშობლიურ მოედანზე არამედ ”არენა ბარუარიზე” გაიმართება. სტადიონზე, რომელსაც ბრაზილიელმა ჟურნალისტებმა სან-პაულუსთან მატჩის შემდეგ, იმდენად დიდი იყო რიოელთა გულშემატკივრების უპირატესობა, ფლუს ”მშობლიური” მოედანი უწოდეს.

   ალბათ კვირასაც ასე იქნება: პალმეირასი მეორე შმადგენლობით გავა მოედანზე, თან ”გასვლით” თამაშში და რაც არ უნდა მოინდომოს ”ვერდაოს” დუბლ შემადგენლობამ, ფლუმინენსეს უმაღლესი კლასის ვარსკვლავების წინაშე ვერაფერს გახდება ! 

  

კატეგორია: სხვა | დაამატა: ronaldao
ნანახია: 1346 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 17 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 171 2 »
avatar
0
17 ronaldao • 00:03, 2010-11-29
როგორც ვთქვი ....... :((((((((( სამწუხაროდ გავარდნილი გუარანის იმედზეღა ვრჩებით......
avatar
0
16 ronaldao • 22:57, 2010-11-28
პირველი ტაიმების შEმდეგ ბარუარიზე ანგარიში 1-1_ია.... დინეიმ ულამაზესი გოლი შეაგდო და არანაკლები გაიტანა კარლინოსმა....
ტიმაო ბრუნოს კურიოზული გოლის წყალობით 1-0_ს უგებს ადმირალებს...
ამ მომენტისთვის ტიმაო პირველ ადგილზეა და ფლუს 1 ქულით უსწრებს
avatar
0
15 mari9dadado • 23:55, 2010-11-25
რეზიიი გაიხარეეე:D უბედნიერესი ადამიანი ვაარრ :D:D:D:D:D
avatar
0
14 rezi • 23:49, 2010-11-25
რა მაგარიააააა............................... გილოცააააააააავ.... stars2 stars2 stars2 stars2 ვნახე და ვისაც გაქვთ twiter, შეგიძლიათ საკუთარი თვალით დარწმუნდეთ...
avatar
0
13 mari9dadado • 23:39, 2010-11-25
იცი სად უნდა ნახო? Favorite- ში შედი და იქ არის
avatar
0
12 mari9dadado • 23:31, 2010-11-25
რეზი გამაგებინე რა როცა ნახავ. არადა არ ვიტყუებიიიიიიიიიიიიიი
avatar
0
11 mari9dadado • 23:29, 2010-11-25
არ მიტყდებაა რო არ გჯერატ ეხლაც ცუდად ვარ ისეტი ბედნიერი ვარრრ :D
avatar
0
10 rezi • 23:25, 2010-11-25
აუუუუუუ მშურს კეთილი შურით შენიი.... :)
avatar
0
9 nikaa • 23:18, 2010-11-25
მარიი :D:D:D
avatar
0
8 rezi • 23:17, 2010-11-25
აუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ........... ეხა შევალ მეც და გადავამოწმებ... რა მაგარიააააააააააააა........... ( ჯერ მაინც არ მჯერააა... :P :P )
1-10 11-17
ComForm">
avatar