მთავარი » ფაილები » ახალი ამბები

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 208
ნაჩვენებია მასალა: 81-90
გვერდები: « 1 2 ... 7 8 9 10 11 ... 20 21 »

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ჩატვირთვებით · ნახვებით


დღეს თბილისის დროით 20:00 საათზე ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთვნელი კარლოს დუნგა დაასახელებს იმ 23 ფეხბურთელის გვარს რომლებიც მსოფლიო ჩემპიოანტისთვის მოემზადებიან,აგრეთვე დასახელდება 7 სათადარიგო ფეხბურთელი,რომელიც საჭიროების შემთხვევაში ჩაანაცვლებს ძირითადი 23 ფეხბურთელიდან რომელიმეს.ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ დუნგას და ვიმედოვნოთ რომ შემადგენლობაში იქნება რონალდოც,რომლისთვის ეს მსოფლიო ჩემპიონატი მეხუთე და უკანასკნელი იქნება

ახალი ამბები | ნანახია: 838 | ჩამოტვირთულია: 0 | დაამატა: ronaldo | თარიღი: 2010-05-11 | რეიტინგი: 5.0/1 | კომენტარები (34)


რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ბრაზილიის ჩემპიონატის პირველი ტური მატჩი კორინთიანსსა და ატლეტიკო პარანაენსეს შორის,სადაც კორინთიანსმა დაძაბულ ბრძოლაში 2–1 დაამარცხა მეტოქე და ჩემპიონატში პირველი ქულები მოიპოვა.რაც ჩვენთვის ყველაზე სასიხარულოა,ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი რონალდომაც შეიტანა:პირველი გოლი უშუალოდ მისი მონაწილეობით გავიდა,მეორე კი თავად ფენომენის ანგარიშზეა,მართალია თერთმეტმეტრიანი დარტყმით მაგრამ ამ გოლით კორინთიანსმა გამარჯვება მოიპოვა.მეორე ტურის მატჩი 16 მაისს გაიმართება და ამჯერად ტიმაო გასვლით შეხვედრაში გრემიოს დაუპირისპირდება.მატჩი თბილისის დროით 23:00–ზე დაიწყება

ახალი ამბები | ნანახია: 751 | ჩამოტვირთულია: 0 | დაამატა: ronaldo | თარიღი: 2010-05-10 | რეიტინგი: 5.0/1 | კომენტარები (6)


8 მაისს სტარტი აიღო ბრაზილიის 2010 წლის ჩემპიონატმა,რომელშიც მონაწილეობს და ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს რონალდოს კორინთიანსიც,რომელიც პირველი ტურის მატჩში 9 მაისს საკუთარ მოედანზე ატლეტიკო პარანაენსეს მიიღებს.ჩემპიონატში სულ მონაწილეობს 20 გუნდი ბრაზილიის ყველა შტატიდან.გამარჯვებულის გასარკვევად ჩატარდება 38 ტური.ბრაზილიერო 2010–ის ერთ–ერთი უპირველესი ფავორიტი რა თქმა უნდა კორინთიანსია.ჩემპიონატის დაწყების წინ გუნდმა ახალი ფორმების პრეზენტაცია გააკეთა.სურათები იხილეთ სრულადში.მატჩი ატლეტიკოსთან კვირას თბილისის დროით 23:00–ზე დაიწყება და ჩვენი საიტი მას პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ

ახალი ამბები | ნანახია: 820 | ჩამოტვირთულია: 0 | დაამატა: ronaldo | თარიღი: 2010-05-09 | რეიტინგი: 5.0/1 | კომენტარები (5)


წარმატებულად ჩატარებლი პირველი ტაიმის შემდეგ მოედანზე აბსოლიტაურად განსხვავებული გუნდი გამოვიდა.მეორე ტაიმის დებიუტშივერ ვაგნერ ლავის მიერ გატანილი გოლი უკანასკნელი გამოდგა ამ შეხვედრაში,კორინთანსმა 2–1 გაიმარჯვა მაგრამ იმის გამო რომ პირველი თამაში ფლამენგოს საკუთარ მოედანზე 1–0 ჰქონდა მოგებული,სტუმრად გატანილი გოლის წყალობით იგი ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს.კორინთიანსს კი ისღა დარჩენია მთელი ძალები ბრაზილიის ჩემპიონატისკენ მიმართოს რომელიც სტარტს 9 მაისს აიღებს

ახალი ამბები | ნანახია: 785 | ჩამოტვირთულია: 0 | დაამატა: ronaldo | თარიღი: 2010-05-06 | რეიტინგი: 5.0/1 | კომენტარები (2)


დასრულდა შეხვედრის პირველი ტაიმი.კორინთიანსმა შეასრულა თავისი პროგრამა მინიმუმი,გაუტანა მეტოქეს ორი გოლი და მატჩი სასურველი შედეგისკენ მიჰყავს.უნდა ითქვას რომ მოედანზე მყოფ ფეხბურთელებში ყველაზე აქტიური რონალდო იყო,მთელი ტაიმის განმავლობაში მან ხუთჯერ დაატყა კარის მიმართულებით და ერთი გოლიც გაიტანა.39–ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან დენტინიო შევიდა საჯარიმოში და რონის მიმართულებით მაღალი პასი გააკეთა,მცველების მიერ უყურადღებოდ დატოვებულმა რონალდომ კი ვარდნაში თავური დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი.ეს მისთვის სეზონში მეექვსე,ლიბერტადორესის თასზე კი მესამე გოლია,თუმცა მეორე ტაიმი წინ არის და შესაძლოა ეს მაჩვენებელი გაიზარდოს.როგორც იცით შემდეგ ეტაპზე გასასვლელად კორინთიანსს ორბურთიანი უპირატესობით გამარჯვება სჭირდება თუმცა არამგონია ტიმაო ორ ბურთზე არ გაჩერდეს.წინ ნამდვილად საინტერესო მეორე ტაიმი გველის

ახალი ამბები | ნანახია: 789 | ჩამოტვირთულია: 0 | დაამატა: ronaldo | თარიღი: 2010-05-06 | რეიტინგი: 5.0/1 | კომენტარები (8)


დღეს,თბილისის დროით 04:50–ზე დაიწყება ლიბერტადორესის თასის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა კორინთიანსსა და ფლამენგოს შორის.შეგახსენებთ რომ პირველი მატჩი ფლამენგომ საკუთარ მოედანზე 1–0 მოიგო .დღევანდელ შეხვედრაში კორინთიანსს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ორი ბურთით გამარჯვება ესაჭიროება.ჩვენი საიტი ამ თამაშს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ

ახალი ამბები | ნანახია: 862 | ჩამოტვირთულია: 0 | დაამატა: ronaldo | თარიღი: 2010-05-05 | რეიტინგი: 5.0/1 | კომენტარები (9)


IFFHS რეიტინგი.კორინთიასი 57-ტე ადგილიდან 25-თე ადგილზე გადავიდა
ახალი ამბები | ნანახია: 790 | ჩამოტვირთულია: 0 | დაამატა: BekaRonaldo | თარიღი: 2010-05-04 | რეიტინგი: 5.0/1 | კომენტარები (5)


ხუთშაბათის ვარჯიშზე რონალდო და რობერტო კარლოსი ერთმანეთს თერთმეტმეტრიანების დარტყმაში შეეჯიბრნენ.ვინ იცის ეს ხუმრობა მათ ფლამენგოსთან განმეორებით მატჩში გამოადგეთ.როგორც იცით პირველი თამაშის 1–0 წაგების შემდეგ კორინთიანსს მეოთხედფინალში გასასვლელად მეტოქის ორბურთიანსი სხვაობით დამარცხება სჭირდებათ,თუმცა თუკი პეკაემბუზე მატჩი 1–0 დასრულდება ტიმაოს სასარგებლოდ ,დაინიშნება დამატებითი დრო  და შემდეგ უკვე თერთმეტმეტრიანების სერია. 

ახალი ამბები | ნანახია: 742 | ჩამოტვირთულია: 0 | დაამატა: ronaldo | თარიღი: 2010-05-02 | რეიტინგი: 5.0/2 | კომენტარები (1)



დადგა ეს დღე!!!ლიბერტადორესის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში ფლამენგო მსოფლიოს ერთ–ერთ საუკეთესო სტადიონზე,მარაკანაზე,კორინთიანსს უმასპინძლებს.

ვინ არის საუკეთესო? რონალდო თუ ადრიანო? ვაგნერ ლავი თუ დენტინიო? ელიასი თუ ვილიანსი?

სწორედ ეს იქნება მატჩის მთავარი ინტრიგა,მატჩის რომელიც თბილისის დროით დღეს ღამით 04:50–ზე დაიწყება და რა თქმა უნდა ჩვენი საიტი მას პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ


სტადიონი: Maracanã, Rio de Janeiro (RJ)

ბრაზილიის დროით: 28/4/2010, 21h50

თბილისის დროით: 29/4/2010, 4h50

მთავარი არბიტრი: Carlos Arecio Amarilla (PAR)

გვერდითი მსაჯები: Emigdio

Ruiz (PAR) და Nicolás Adolfo Yegros (PAR)

ფლამენგო: Bruno; Léo Moura, David, Angelim,Juan; Rômulo, Maldonado, Willians,Michael, Love,Adriano. 

მწვრთვნელი: Rogério Lourenço.

კორინთიანსი: Julio Cesar, Moacir, Chicão, William,Roberto Carlos; Ralf, Jucilei, Elias,Danilo; Dentinho, Ronaldo. 

მწვრთვნელი: Mano Menezes.

ახალი ამბები | ნანახია: 821 | ჩამოტვირთულია: 0 | დაამატა: ronaldo | თარიღი: 2010-04-28 | რეიტინგი: 5.0/1 | კომენტარები (14)


რონალდო გუნდთან ერთად უკვე რიოში იმყოფება და როგორც ხედავთ ,სრულიად უშიშრად დასეირნობას სასტუმროს მისაღებში
ახალი ამბები | ნანახია: 952 | ჩამოტვირთულია: 0 | დაამატა: ronaldo | თარიღი: 2010-04-27 | რეიტინგი: 5.0/1 | კომენტარები (8)

1-10 11-20 ... 61-70 71-80 81-90 91-100 101-110 ... 191-200 201-208