მთავარი » ფაილები » ახალი ამბები

რონალდო:"ფლორენტინო კარგ საქმეს აკეთებს"
2009-09-29, 12:13

არ გასულა რამდენიმე საათი მას შემდეგ რაც რონალდომ ბრაზილიის ჩემპიონატში თავისი 18–ე გოლი გაიტანა,რომ იგი უკვე მადრიდში იყო.მიზეზი–რამდენიმე პირადი საქმის მოგვარება.ესპანეთში რონიმ გაზეთ "AS"–თან ინტერვიუში გაიხსენა თავისი კარიერის მადრიდული პერიოდი,აგრეთვე ისაუბრა თავის მეგობარ ფლორენტინო პერესზე.ინტერვიუ იხილეთ სრულიადში.

"ყველაფერი, რასაც ფლორენტინო აკეთებს–შესანიშნავია.ის გენიალური ადამიანია"–თქვა რონალდომ

2008 წლის 17 ნოემბერს გამართულ საქველმოქმედო მატჩი სადაც ერთმანეთს რონალდოსა და ზიდანის მეგობრები ხვდებოდნენ,რონალდო დაპირდა ფლორენტინოს რეალში დაბრუნებას,თუკი იგი კვლავ გახდებოდა მადრიდელთა პრეზიდენტი.ფენომენმა არ იცის როდის შეასრულებს ამ დაპირებას,თუმცა მას ახსოვს ეს დაპირება.

"ვნახოთ... ჯერ–ჯერობით რეალში დაბრუნებას და იქ მუშაობას ვერ შევძლებ,რადგან ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელი ვარ.ამ კლუბთან და პირადად ფლორენტინოსთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს"

რონალდომ აგრეთვე ისაუბრა რეალის ახალ ფეხბურთელებზე

"კაკა–ჩემი კარგი მეგობარია და ძალიან მიხარია რომ მას მადრიდში საქმეები  ფანტასტიურად მისდის"

რონალდომ აგრეთვე ისაუბრა რეალში ახალი რონალდოს გამოჩენაზე,რომელსაც ასევე 9 ნომრიანი მაისური აცვია.

"მე უკვე ვნახე,რომ მან აირჩია ჩემი ნომერი და ჩემი სახელი.თუმცა ამაში ცუდი არაფერია,მას ჩემნაირი სახელი აქვს და უფლებაც აქვს მაისურზე თავისი სახელი ეწეროს.მხოლოდ ის მინდა რომ მან არ შეარცხვინოს მაისური ამ ნომრით და ამ სახელით.პრინციპში ყველამ იცის რომ ის კარგად თამაშობს ფეხბურთს."

რეალი მიმდინარე სეზონის შედეგებზე რონალდოს კომენტარი ასეთია:

–"ყოველთვის მინდა რომ რეალი გამარჯვებული იყოს.რეალი ძალიან ამბიციური გუნდია,ის ყველაფერს აკეთებს რომ ჩემპიონი გახდეს"

ინტერვიუს ბოლოს რონალდოს არც თავისი მადრიდული ეპოქის,გალაქტიკოსის ეპოქის შეფასება დავიწყებია:

–"არ არსებობს არანაირი კრიტერიუმი რომ ჩემი კარიერის მადრიდული ეტაპი სათანადოდ შეფასდეს"

ბოლოს კი დაამატა:

"რეალს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ!"


კატეგორია: ახალი ამბები | დაამატა: ronaldo
ნანახია: 948 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar