
ხანგრძლივი შესვენების შემდეგ რონალდომ როგორც იქნა გაიტანა.ბრაზილიის ჩემპიონატის 32–ე ტურის მატჩში ფლამენგოს წინააღმდეგ ფენომენმა თავი პირველი ტაიმის 30–ე წუთზე გამოიჩინა როდესაც ხელოვნური თამაშგარეს შექმნისას მეტოქის მცველების შეცდომის შედეგად მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და გოლის განატანა არ გასჭირვებია.ამ მატჩის შემდეგ კორინთიანსმა 54 ქულა დააგროვა და ლიდერ კრუზეიროს გაუთანაბრდა,თუმცა კრუზეიროს თავისი მატჩი გასამართი აქვს და გამარჯვების შემთხვევაში 3 ქულით გაუსწრებს ტიმაოს,ჩემპიონატის დამთავრებამდე კი 6 ტურია დარჩენილი
|