მთავარი » ფაილები » ახალი ამბები

არის პირველი გოლი!!!
[ · გადმოწერა წაშლილია (4 მბ) ] 2010-01-28, 18:15

როგორც მოგეხსენებათ გუშინ გაიმართა პაულისტას ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩი კორინთიანსსა და მირასოლს შორის, რომელიც ფრედ 1–1 დასრულდა.მაპინძელთაგან გოლი ბრაზილიელმა ფენომენმა რონალდომ გაიტანა და 2010 წლის სეზონში თავისი ანგარიში გახსნა.მთლიანობაში რონიმ ბევრად უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა ამ თამაშში,ვიდრე მეორე ტურში.მას რამდენჯერმე შეეძლო გოლის გატანა,თუმცა კარგად თამაშობდნენ მეტოქე გუნდის მეკარე და მცველები.საბოლოოდ გოლი მაინც გავიდა:კორინთიანსის მიერ მოწოდებული საჯარიმოს დროს მირასოლის ფეხბურთელები აშკარად შეცდნენ ხელოვნური თამაშგარეს შექმნისას და რონალდო მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა.რონიმ ცრუ მოძრაობით,ბავშვივით მოატყუა მეტოქე გუნდის კარის დარაჯი (სურათზე) და ბურთი აუღელვებლად შეაგორა კარში.მეორე ტაიმში ფენომენმა კიევ ერთხელ შეძლო გატანა თუმცა მსაჯებმა მეტად საეჭვო თამაშგარე დააფიქსირეს და ბურთი არ ჩაითვალა.67–ე წუთზე კი რონალდომ ტრავმა მიიღო და იგი შეცვალეს,როგორც მანო მენეზესმა შემდეგ განაცხადა სერიოზულია არაფერია,თუმცა რონალდო გამოტოვებს კლასიკოს პალმეირასის წინაღმდეგ,რომელიც 31 იანვარს გაიმართება.ოთხი ტურის შემდეგ ცხრილის პირველ–მეორე ადგილებს 8–8 ქულით სწორედ ეს გუნდები ინაწილებენ

კატეგორია: ახალი ამბები | დაამატა: ronaldo
ნანახია: 949 | რამოტვირთვები: 342 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 3
avatar
0
3 Ronaldinha • 22:36, 2010-01-28
brazil crazy brazil2
ოღონდ აუცილებლად უნდა გახდეს!!!
avatar
-1
2 nikaR9 • 18:55, 2010-01-28
მაინც საგრძნობლად დასაკლები აქ წონა და საგრძნობლად მოსამატებელი ტამაშის ხარისხი L L L stars1 stars1
avatar
0
1 BekaRonaldo • 18:51, 2010-01-28
ara ra dzaaan magari goli gaitana ronim crazy ai aseti golebi miyvars me P stars2
ComForm">
avatar