მთავარი » ფაილები » ახალი ამბები

დღეს !!! კორინთიანსი–კრუზეირო
2009-10-25, 16:50

დღეს გაიმართება ბრაზილიის ჩემპიონატის 31–ე ტური მატჩები.ჩვენ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მატჩი სან პაულოში,პეკაემბუს სტადიონზე,სადაც ერთმანეთს ადგილობრივი კორინთიანსი და კრუზეირო დაუპირისპირდებიან.მატჩს ინტერესს მატებს ის ფაქტი რომ გუნდს დისკვალიფიკაციის შემდეგ უბრუნდება ბრაზილიელი ფენომენი რონალდო და სავარაუდოდ ის დღეს ძირითად შემადგენლობაში იქნება.როგორც მოგეხსენებათ რონალდომ პროფესიული კარიერა სწორედ კრუზეიროში დაიწყო და ამიტომ მის წინააღმდეგ თამაში მისთვის უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ თამაში.მიმდინარე სეზონში ეს გუნდები ერთხელ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს და ის მატჩი კორინთიანსის გამარჯვებით ანგარიშით 1–2 დასრულდა,გამარჯვების გოლი კი კრუზეიროს კარში რონალდომ გაიტანა.ამ დროისთვის ბრაზილიის ჩემპიონატში კრუზეირო 7–ე,ხოლო კორინთიანსი 11–ე ადგილებზე იმყოფებიან და მათ შორის სხვაობა მხოლოდ 3 ქულაა,ასე რომ კორინთიანსს გამარჯვების შემთხვევაში წინსვლის კარგი შანსი აქვს.ჩვენ იმედი გვაქვს რომ რონალდო არც ამჯერად დაგვაღალატებს და მორიგ გოლს ჩაიწერს საკუთარ ანგარიშზე.რონიმ ბოლოს გოიასს გაუტანა 27 სექტემბერს,მას შემდეგ თითქმის 1 თვე გავიდა.იმედია რომ რონალდო დღეს შეწყვეტს მშრალ სერიას.მატჩი დღეს თბილისის დროით 01:30 დაიწყება და ჩვენი საიტი მას პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ

კატეგორია: ახალი ამბები | დაამატა: ronaldo
ნანახია: 966 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
avatar
0
3 Wolf • 22:30, 2009-10-25
dubli tu araa erti mainc unda gaarchos rogormeee!!!
avatar
0
2 uta • 19:28, 2009-10-25
barbarian good hands hello rah shock sick tongue
avatar
0
1 BekaRonaldo • 17:24, 2009-10-25
ronis dubli minda ra angry angry angry angry angry
ComForm">
avatar