
დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება ბრაზილიის ჩემპიონატის 37–ე ბოლოსწინა ტურის ცენტრალური მატჩი ფლამენგოსა და კორინთიანსს შორის.ეს დაპირისპირება უდიდეს ინტერესს იწვევს საფეხბურთო წრეებში.ფლამეგო სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და პირვეადგილოსან სან პაულოს ერთი ქულით ჩამორჩება,ასე რომ გამარჯვების შემთხვევაში დროებით პირველ ადგილზე გადავა,სანამ სან პაულო თავის მატჩს ჩაატარება გასვლაზე გოიასის წინააღმდეგ რომელიც 9 ადგილზე იმყოფება.სავარაუდოდ მას გამარჯვება არ გაუჭირდება.თავის მხრივ კორინთიანსისთვის ამ თამაშს სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,გუნდი 10–ე ადგილზე იმყოფება და 7 ქულით უსწრებს გავარდნის ზონაში მყოფ გუნდებს და 10 ქულით ჩამორჩება მეოთხე ადგილზე მყოფ პალმეირასს.მეოთხე ადგილი საშუალებას იძლევა ლიბერტადორესის თასის გათამაშების შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობისა.თუმცა როგორც იცით კორინთიანსი ისედაც ითამაშებს თავისუფლების თასზე.ბრაზილიის თასის გამარჯვებული პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე ხვდება.მატჩს უფრო მეტ ინტრიგას სძენს კორინთიანსისა და ფლამენგოს უდავოდ წამყვანი ფეხბურთელების – რონალდოსა და ადრიანოს დაპირისპირება.ორივე მათგანი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და ორივე მსოფლიო ჩემიონატზე მოსახვედრად იბრძვის.ასე რომ ნებისმიერ შემთხვევაში დღეს შესანიშნავი თამაშის მომსწრენი ვიქნებით.ჩვენი საიტი ამ თამაშს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.ლინკები დაიდება დაწყებამდე 15 წუთით ადრე
|