მთავარი » ფაილები » ახალი ამბები

დუნგა რონალდოთი დაინტერესდა
2009-09-03, 00:31

დღეს დილით,ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთვნელმა კორინთიანსის ბაზაზე დარეკა,რომ პირადად კლუბის ხელმძღვანელობისგან მიეღო ბოლო ინფორმაცია რონალდოს ჯანმრთელობის შესახებ.დუნგამ თავისი ინტერესი იმით ახსნა რომ,იგი მუდმივად საქმის კურსში უნდა იყოს რონალდოს ფიზიკური ფორმის შესახებ.შესაძლოა დუნგამ დააბრუნოს რონალდო ნაკრებში 11 და 14 ოქტომბერს გასამართ მატჩებში,რომელსაც სელესაო გამართავს ბოლივიის და ვენესუელის ნაკრებების წინააღმდეგ.ამ შაბათს ბრაზილია არგენტინას დაუპირისპირდება და გამარჯვების შეთხვევაში გაინაღდებს ადგილს მსოფლიო ჩემპიონატზე,რაც დუნგას ნაკრებში ახალი ფეხბურთელების მიწვევის შანსს მისცემს,ახალ ფეხბურთელებში კი პირველ რიგში რონალდო დგას.


კატეგორია: ახალი ამბები | დაამატა: ronaldo
ნანახია: 1055 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0