
ბრაზილიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას 21 მაისიდან, ბრაზილიის ქალაქ კურიტიბაში დაიწყებს, საიდანაც 5 დღეში სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება. სელესაო მუნდიალამდე ორი საკონტროლო შეხვედრის ჩატარებასაც აპირებს, მაგრამ მეტოქეთა ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის.23 კაციანი განაცხადი კი, რომელსაც დუნგა აფრიკაში იახლებს 11 მაისს გახდება ცნობილი. დაასახელებს ასევე იმ 7 სარეზერვო ფეხბურთელს, ვინც ტრავმის შემთხვევაში შეცვლის 23 კაციანი განაცხადის ფეხბურთელს.დუნგას განცხადებით განაცხადში მოულოდნელ სახეებს არ უნდა ველოდოთ...
|