
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პაულისტას მეხუთე ტურის ცენტრალური მატჩი კორინთიანსსა და პალმეირასს შორის.ეს მატჩი ადგილობრივ საფეხბურთო წრეებში ელ კლასიკოდ მოიხსენიება.კორინთიანსი ამ მატჩს დიდი დანაკლისით შეხვდა–ტრავმის გამო ბრაზილიელი ფეხბურთის ლეგენდა რონალდო თამაშს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს კორინთიანსის პრეზიდენტთან ერთად (სურათზე).თავად თამაში მაინცდამაინც საინტერესო არ გამოდგა,ანგარიში 6–ე წუთზე ჟორჟ ენრიკემ თავური დარტყმით გახსნა.8–ე წუთზე კი კორინთიანსი უმძიმეს დღეში აღმოჩნდა–წითელი ბარათის გამო მოედანი დროზე ადრე რობერტო კარლოსმა დატოვა.მიუხედავად ამისა კორინთიანსმა შეძლო ანგარიშის შენარჩუნება და მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა ანგარიშით 1–0.ხუთი ტურის შემდეგ კორინთიანსი 11 ქულით ცხრილის სათავეში მოექცა
|