დღეს დილით გაიმართა ლიბერტადორესის თასის გათამაშების მესამე ტური.კორინთიანსმა შინ 2–1 დაამარცხა ურუგვაული რასინგი.ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 90 წუთ გაატარა ბრაზილიელმა რონალდომ,რომელიც თითქმის 1 თვიანი პაუზის შემდეგ ფეხბურთს დაუბრუნდა.რონალდოს რამდენჯერმე შეეძლო გოლის გატანა მაგრამ კარგად თამაშობდა რასინგის მეკარე.რონალდომ აქტიური მონაწილეობა მიიღო კორინთანსის მიერ გატანილ ორივე გოლში.სწორედ მისი პასების შემდეგ გაუკეთა სოუზამ ორი საგოლე გადაცემა ელიასს.საბოლოოდ კორინთანსმა გაიმარჯვა და 1 ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.შემდეგი თამაში კორინთიანსს 28 თებერვალს პაულისტას ჩემპიონატში სანტოსის წინააღმდეგ უწევს და სავარაუდოდ შედგება ძალიან საინტერესო დუელი რონალდოსა და რობინიოს შორის.
|