მთავარი » ფაილები » ახალი ამბები |
კორინთიანსი მადრიდს აღარ დაუპირისპირდება
2010-07-17, 17:50 | |
![]() ევროპული და სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის გრანდები ერთმანეთს აგვისტოს თვეში სანტიაგო ბერნაბეუს ( მადრიდის რეალის ყოფილი ფეხბურთელი და პრეზიდენტი) თასის ფინალში უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ მატჩი გაუქმებულია. როგორც ცნობილია, მადრიდელებმა თამაშის ჩატარება 24 აგვისტოს გადაწყვიტეს, ამ თარიღზე ტიმაომ უარი განაცხადა, რადგან 23 რიცხვში კორინთიანსს სათამაშო აქვს ოფიციალური შეხვედრა ეროვნულ ჩემპიონატში და ფეხბურთელები ფიზიკურად ვერ მოახერხებენ ესპანეთში ჩასვლას. სამხრეთ ამერიკელების წინადადება კი სამეფო გუნდმა იუარა, რადგან გადატვირთული კალენდრის გამო სხვა დროს ისინი თამაშს ვერ მოახერხებენ. ამ ყველაფერზე ჟურნალისტებთან კორინთიანსის წარმომადგენელმა გილერმო პრადომ ისაუბრა. ეს თამაში ტიმაოს 100 წლის თავს უნდა მიძღვნოდა და მადრიდის ყოფილი ფეხბურთელების რონალდოსა და რობერტო კარლოსის გამოსამშვიდობებელი მატჩი უნდა ყოფილიყო. მთელი რიგი მიზეზების გამო ამ ფეხბურთელებს მადრიდულმა ”ინჩადამ” გაწეული ღვაწლისთვის ღირსეული პატივი ვერ მიაგო. ეს უფრო რონალდოზე ითქმის, რადგან მან კაპელოსთან საერთო ენა ვერ გამონახა და გუნდი 2007 წელს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვა. რობერტომ კი ეს იმავე სეზონში გააკეთა ოღონდ სეზონის მიწურულს მალიორკასთან მატჩის შემდეგ, რომელიც რეალმა 3-1 მოიგო და 30_ე ჩემპიონობა იზეიმა. სამწუხაროდ მადრიდელებს სხვა კანდიდატის ძიება მოუწევთ.
| |
ნანახია: 763 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | |
სულ კომენტარები: 2 | |
| |