მთავარი » ფაილები » ახალი ამბები |
მანუ ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია !!!
2010-07-27, 00:46 | |
ბრაზილიური კორინთიანსის მთავარმა მწვრთნელმა - მანუ მენეზესმა მიიღო ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის შემოთავაზება სათავეში ჩადგომოდა ეროვნულ ნაკრებს.
"მე მინდა საქვეყნოდ განვაცხადო რომ ოფიციალურად დავთანხმდი შემოთავაზებას." - განაცხადა 48 წლის სპეციალისტმა პრეს-კონფერენციაზე. შეგახსენებთ რომ, ნაკრების წინა მწვრთნელმა პოსტი დატოვა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალში ჰოლანდიასთან წაგებული მატჩის შემდეგ. რაც შეეხება ნაკრების ახალ მესაჭეს- მანუ მენეზესს, მან შეძლო კორინთიანსის დაბრუნება ბრაზილიური ფეხბურთის ელიტაში, მანამდე კი იგი იყო გრემიოს მთავარი მწვრთნელი, რომელიც მანუმ უმაღლეს ლიგაში დააბრუნა.
აღსანიშნავია ისიც რომ ნომერ პირველ კანდიდატად ამ პოსტზე განიხილებოდა ფლუმინენსეს მთავარი მწვრთნელი - მურისი რამალიო, მაგრამ მისი კლუბის მოთხოვნით იგი გუნდში დარჩება 2012 წლამდე - კონტრაქტის ამოწურვამდე. მენეზესისა და რამალიოს გარდა, დუნგას მემკვიდრეებად განიხილებოდა ლუიშ ფილიპე სკოლარისა და ვამდერლეი ლუქშემბურგოს კანდიდატურები, რომელთაც უკვე ნამუშევარი აქვთ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში, ასევე - მილანის ყოფილი მთავარაი მწვრთნელის - ლეონარდოს კანდიდატურაც.
| |
ნანახია: 891 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 5 | |
სულ კომენტარები: 5 | |
![]() ![]() ![]() | |