
გუშინ გაიმართა პაულისტას ჩემპიონატის 14–ე ტურის მატჩი კორინთიანსსა და სანტო ანდრეს შორის,რომელიც კორინთიანსის გამარჯვებით ანგარიშით 2–1 დასრულდა.მოედანზე 90 წუთი გაატარა რონალდომ და საკმაოდ კარგად გაისარჯა.სწორედ მის ანგარიშზეა ორივე საგოლ გადაცემა.პირველად რონალდომ საგოლედ დენტინიოს უპასა,რომელმაც ანგარიში გახსნა და თავისი სახელი სამუდამოდ ჩაწერა კორინთიანსის ისტორიაში,რადგან ეს გოლი 10.000–ე იყო ამ გუნდის არსებობის ისტორიაში.მეორე გოლი კი ასევე ლეგენდარული ბრაზილიელის,რობერტო კარლოსის ანგარიშზეა.კუთხურის გათამაშების შემდეგ ბურთი რონალდომ მიიღო და საჯარიმოს მისადგომებთან კარლოსს დაუგორა,მანაც შეუჩერებლად დაარტყა და ბურთი მეტოქის კარის ცხრიანში მოათავსა.თავად რონალდოსაც შეეძლო გოლის გატანა თუმცა რამდენიმე 100%–იანი მომენტის გამოყენება ვერ შეძლო.საბოლოოდ კორინთიანსმა გაიმარჯვა და სანტოსთან სხვაობა 6 ქულამდე შეამცირა.ჩემპიონატის დასრულებამდე კი 4 ტურია დარჩენილი.შემდეგ თამაშს კორინთიანსი 17 მარტს ლიბერტადორესის თასზე გამართავს. გოლების სანახავად დააჭირეთ აქ
|