
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ბრაზილიის ჩემპიონატის პირველი ტური მატჩი კორინთიანსსა და ატლეტიკო პარანაენსეს შორის,სადაც კორინთიანსმა დაძაბულ ბრძოლაში 2–1 დაამარცხა მეტოქე და ჩემპიონატში პირველი ქულები მოიპოვა.რაც ჩვენთვის ყველაზე სასიხარულოა,ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი რონალდომაც შეიტანა:პირველი გოლი უშუალოდ მისი მონაწილეობით გავიდა,მეორე კი თავად ფენომენის ანგარიშზეა,მართალია თერთმეტმეტრიანი დარტყმით მაგრამ ამ გოლით კორინთიანსმა გამარჯვება მოიპოვა.მეორე ტურის მატჩი 16 მაისს გაიმართება და ამჯერად ტიმაო გასვლით შეხვედრაში გრემიოს დაუპირისპირდება.მატჩი თბილისის დროით 23:00–ზე დაიწყება
|