მთავარი » ფაილები » ახალი ამბები

რონალდო და კარლოსი ისევ ერთად ითამაშებენ
2009-12-06, 16:06

ბრაზილიის ნაკრებისა და მადრიდის რეალის ყოფილი მცველი რობერტო კარლოსი ბრაზილიაში დაბრუნდა.36 წლის ფეხბურთელმა ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი კორინთიანსთან,რომელშიც უკვე თამაშობს კიდევ ერთი ვეტერანი– რონალდო

–"მოუთმენლად ველი იმ დროს ,როცა კორინთანსის მაისურს მოვირგებ"–განაცხადა კარლოსმა Associated Press–სთან ინტერვიუში–"გუნდი აუცილებლად იბრძოლებს ლიბერტადორესის თასზე და ნაციონალურ ჩემპიონატებზე გასამარჯვებლად.მოხარული ვარ,რომ კიდევ ერთხელ მომეცა რონალდოსთან ერთად თამაშის შანსი."

ბოლო პერიოდში რობერტო კარლოსი თურქული "ფენერბახჩეს" ღირსებას იცავდა.ლეგენდარული მცველის ოფიციალური წარდგენა ფანებისთვის 20 დეკემბერს გაიმართება.შეგახსენებთ რომ რონალდომ და რობერტო კარლოსმა ერთად მსოფლიოს სამ ჩემპიონატზე ითამაშეს –1998,2002 და 2006 წლებში


კატეგორია: ახალი ამბები | დაამატა: ronaldo
ნანახია: 963 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar