
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ბრაზილიის ჩემპიონატის 30–ე ტურის მატჩი,გუარანისა და კორინთიანსს შორის.ხანრგძლივი პაუზის შემდეგ ამ თამაშში მოედანს დაუბრუნდა კორინთიანსის ლიდერი ბრაზილიელი რონალდო.გაცდენილი პერიოდის მიუხედავად იგი თავიდანვე აქტიურად ჩაერთო თამაშში და 5–ე წუთზე მეტოქის კარის დალაშქვრაც შეძლო თუმცა მსაჯმა გოლი არ ჩათვალა,გამეორებაზე კი გამოჩნდა რომ მსაჯი შეცდა–რონალდო თამაშგარეში არ იმყოფებოდა.შემდეგ თამაში კვლავ კორინთიანსის უპირატესებოთ გაგრძელდა და 20–ე წუთზე საჯარიმოში მორიგი ჩაწოდება კვლავ რონალდოს გოლით დასრულდა თუმცა მსაჯმა კვლავ თამაშგარე დააფიქსირა,გამეორებაზე გამოჩნდა რომ მსაჯი კვლავ შეცდა.მეორე ტაიმში რონალდომ შედარებით მოუკლო აქტიურობას,თუმცა ერთ ეპიზოდში მაინც შეეძლო საკუთარი გუნდის დაწინაურება,მის მიერ ახლო მანძილიდან თავით დარტყმული ბურთი სულ რამდენიმე სანტიმეტრით ასცდა კარს.საბოლოო ჯამში მატჩი ფრედ 0–0 დასრულდა და კორინთიანსმა ვერ გამოიყენა შანსი კრუზეიროს უფრო მიახლოვებოდა.რონალდომ მოედანზე 90 წუთი გაატარა,რაც იმის საფუძველს გვაძლევს რომ ვიფიქროთ,იგი საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფება და შემდეგ თამაშებშიც დაეხმარება გუნდს,ბრაზილიის ჩემპიონატის დასრულებამდე კი 8 ტურია დარჩენილი
|