| მთავარი » ფაილები » ახალი ამბები |
რონალდოს დეკადა
| 2010-02-18, 19:43 | |
ინტერნეტ სივრცეში სააგენტო Goal.com ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია საფეხბურთო საიტებს შორის. 2009 წლის ბოლოს ამ სააგენტომ საკუთარი მომხმარებელის გამოკითხვა ჩაატარა და დეკადის ფეხბურთელი დაასახელა.ეს საპატიო ტიტული ბრაზილიელ ვარსკვლავს რონალდოს ხვდა წილად.ამჟამად "კიჭა" ბრაზილიურ "კორინთიანსში" თამაშობს და სელესაოში ადგილის დაბრუნებაზე ოცნებობს."ელ ფენომენომ" Goal.com-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. - რას ნიშნავს თქვენთვის Goal.com-ის მიერ დეკადის ფეხბურთელად დასახელება? - ბედნიერი ვარ. თითქოს დიდ ფეხბურთს დავუბრუნდი. ეს აღიარება იმის მაუწყებელია, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩემს შრომას ფუჭად არ ჩაუვლია. ამას დიდი შრომის ფასად მივაღწიე. ჩემი თანაგუნდელები რომ არა, ცხადია, ამ აღიარებას ვერ მივაღწევდი. არაერთ ძლიერ გუნდში მითამაშია და ყოველთვის კარგი პარტნიორები მყავდა. უნდა აღვნიშნო ბრაზილიის ნაკრების წვლილიც - ნაკრებთან ერთად მიღწეული წარმატება რომ არა, მერწმუნეთ, დეკადის ფეხბურთელად არავინ დამასახელებდა. - მომავალ დეკადაზე რა გეგმები გაქვთ? - არ მიყვარს ასე შორეული გეგმების დალაგება. ათი წელი საკმაოდ ბევრია. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ "კორინთიანსში" გავაგრძელო წარმატებული თამაში, გავიტანო გოლები და გუნდს დავეხმარო. დეკადა კი ძალიან ბევრია. ბოლოს და ბოლოს, მომავალი ათწლეულის განმავლობაში პროფესიონალურ დონეზე თამაშს ვეღარ შევძლებ. არც ისე შორსაა ის დღე, როდესაც ფეხბურთს დავემშვიდობები. - Goal.com-ის მომხმარებელი თუ ხართ? - რა თქმა უნდა. მე მარტო ფეხბურთელი კი არა, ფეხბურთის მოყვარულიც ვარ და მაინტერესებს, რა ხდება სპორტის ამ სახეობაში. ამიტომ თითქმის ყოველდღიურად ვეცნობი Goal.com-ის ინფორმაციებს. - რა ნიშნავს თქვენთვის 2010 წლის მუნდიალზე თამაში? - ვცდილობ, ამაზე საერთოდ არ ვიფიქრო. არასდროს არავისთვის არ მითხოვია, რომ ნაკრებში წავეყვანე. როდესაც სელესაოს ღირსებას ვიცავდი, მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ვიმსახურებდი. კიდევ ვიმეორებ, ახლა ჩემი გონება "კორინთიანსით" არის დაკავებული. კარგად უნდა ვითამაშო, რომ გუნდს დავეხმარო. თუ ნაკრებში თამაშს დავიმსახურებ, დარწმუნებული ვარ, გამოძახებაც არ დააყოვნებს. | |
| ნანახია: 813 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 6 | | |
| სულ კომენტარები: 6 | |
|
| |

