
ავაისთან გამარჯვების შემდეგ რონალდომ ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს რომელშიც შეაფასა მოგებული მატჩები და კორინთიანსის საჩემპიონო შანსები.
"ჩვენ გვმართებს ჩვენი მაქსიმუმის გაღება,რადგან ყოველი შემდეგი მატჩი ნამდვილი ბრძოლა იქნება.ჩემპიონატების ლიდერებისთვის ბოლო მატჩები ყოველთვის განსაკუთრებულად მძიმეა,უკე აღარ არის შეცდომების დრო.ყოველ შემდეგ თამაშში კორინთიანსი მხოლოდ გამარჯვებისთვის გამოვა მოედანზე და თითოეული ფეხბურთელი თავისი შესაძლებლობის 100% გაიღებს წარმატების მისაღწევად.დღეს შესანიშნავი დღე იყო ჩვენთვის და მე მოხარული ვარ რომ ამ დიდ გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე.ეს სამი ქულა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვინაიდან ჩვენმა კონკურენტებმა ქულები დაკარგეს.ჩვენ ასეთ ტემპში გავაგრძელებთ თამაშს და აქედან გამომდინარე კორინთიანსს ჩემპიონობის საკმაოდ დიდი შანსი ექნება"–განაცხადა რონალდომ თავის ინტერვიუში,რომელმაც ავაის კარში ორი გოლის გატანა შეძლო
|