მთავარი » ფაილები » ახალი ამბები |
რონალდოს მოედანზე დაბრუნებაში შვილი დაეხმარება...
2010-08-10, 19:53 | |
როგორც იცით რონალდო 9 მაისის შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა, ის შეხვედრა კორინთიანსმა 2:1 გაიმარჯვა ატლეტიკო პარანაენსესთან, რომელშიც გადამწყვეტი გოლი სწორედ რონალდომ გაიტანა პენლის ნიშნულიდან.
ფენომენს ძალიან სურს მოედანზე დაბრუნება და ყველაფერს აკეთებს ამისთვის. მილენე დომინგეშის (რონალდოს ყოფილი მეუღლე) განცხადებით კი მან რონალდოს მათი შვილი-რონალდი გაუგზავნა , რომელიც იქნება უდიდესი სტიმული ფეხბურთელისთვის და დაეხმარება მას მოედანზე დაბრუნებაში. "-მე და რონალდი 10 წელი ვცხოვრობდით სხვა ქვეყანაში , რაც უშლიდა ხელს მამა - შვილის ურთიერთობას. გრაფიკიც არ გვიწყობდა ხელს, რადგან ჩვენ შაბათ - კვირა ვისვენებთ, რონალდო კი განსაკუთრებით ამ პერიოდში არის ხოლმე დაკავებული. ახლა კი რონალდი რომელიც ძალიან დაინტერესებულია მამის გამოჯანმრთელებით, მორალურად დაეხმარება მას ამაში. ხალხმა კარგად იცის, რომ რონალდო თავისი იდეალური ფორმიდან ძალიან შორსაა და იმ ფორმის დაბრუნება შეუძლებელია. თითოეული ტრამვა გარკვეულ კვალს ტოვებს ხოლმე სპორტცმენის კარიერაში. სწორედ ამ ტრამვების შედეგია, რომ რონალდო ამოვარდნილია ფიზიკური ფორმიდან. ცუდი ფიზიკური მდგომარება კი მას ხელს უშლის ძველებურად თამაშში, თორემ სხვა ასპექტებში რონალდოს არავისთვის არაფერი აქვს დასამტკიცებელი. იმედი მაქვს ის მალე დაბრუნდება და კიდევ ბევრ გოლს გაიტანს, ის უდიდესი ფეხბურთელია." - დაასრულა რონალდოს ყოფილმა ცოლმა მილენა დომინგეშმა, რომელმაც გადაწყვიტა ესპანეთიდან ბრაზილიაში გადაბარგება და სატელევიზიო კომენტატორად მუშაობა, რათა შვილმა იცხოვროს მამასთან ახლოს და ხშირად შეძლოს მასთან ურთიერთობა.
| |
ნანახია: 1036 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 3 | |
სულ კომენტარები: 3 | |
| |