მთავარი » ფაილები » ახალი ამბები |
2009-10-02, 22:33 | |
![]()
ბრაზილიის ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შედის,ხვალ გაიმართება 27–ე ტურის მატჩები.ტური კი დღეს ნაუტიკოსა და სან პაოლოს მატჩით გაიხსნა,რომელიც სტუმართა გამარჯვებით 1–2 დასრულად.მატჩი იმით იყო გამორჩეული რომ მსაჯს მატჩის მსვლელობისას ხუთჯერ(!) მოუწია წითელი ბარათის ფეხბურთელებისთვის ჩვენება.მოედანი ნაუტიკოს ორმა და სან პაულოს სამმა ფეხბურთელმა დატოვა.რაც შეეხება ხვალინდელ მატჩებს,ყველაზე დიდი ინტერესს იწვევს დაპირისპირება,რომელიც პეკაემბუზე გაიმართება.მასპინძელი კორინთიანსი ატლეტიკო მინეიროს მიიღებს.ატლეტიკო სატურნირო ცხრილში 41 ქულით 5 ადგილზე იმყოფება,კორინთანსი კი 38 ქულით 8–ე პოზიციას იკავებს,თუმცა ატლეტიკოს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.კვლავ სრულ მზადყოფნაშია მასპინძელთა მთავარი იმედი ბრაზილიელი ფორვარდი რონალდო,რომელიც ტრავმის შემდეგ ნელ–ნელა იბრუნებს სასურველ ფორმას და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა ხვალ რონი ატლეტიკოს დენტინიოსთან და დეფედერიკოსთან ერთად შეუტევს.თამაშს რონალდო მშვენიერ განწყობაზე ხვდება,მატჩამდე ფენომენი MTV-ს ღონისძიებაზე მეუღლესთან,ბია ანტონისთან ერთად იმყოფებოდა. პ.ს. მატჩი თბილისის დროით ღამის ორის ნახევარზე დაიწყება და მას პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ | |
ნანახია: 900 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 3 | |
სულ კომენტარები: 3 | |
| |