მთავარი » ფაილები » ახალი ამბები

მესიმ რონალდოს რეკორდი გაიმეორა !!!
2010-05-17, 00:07
        
   
  
 
 
         სულ ცოტა ხნის წინ დამთავრდა მატჩი ბარსელონასა და ვალიადოლიდს შორის, რომელის ბარსელონას გამარჯვებით 4:0 დამთავრდა, ეს თამაში კი ჩვენთვის იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ლიონელ მესიმ შეძლო 2 გოლის გატანა და რონალდოს რეკორდის გამეორება. ამ ორი გოლის წყალობით მესი რონალდოსთან ერთად სათავეში მოექცა ბარსელონას ისტორიაში ერთ სეზონში გატანილი გოლების მიხედვით ლიდერთა სიას.
 
         რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ორივე ფეხბურთელმა 47-47 გოლის გატანა შეძლო ერთ სეზონში, აქედან 34-34 სწორედ - პრიმერადივიზიონში. ერთი შეხედვით ზუსტად იდენტური შედეგებია, მაგრამ მაინც არის განსხვავებები და სწორედ ამ განსხვავებების გამო გადავწყვიტე ამ სტატიის დაწერა.
 
        · მესიმ 47 გოლის გატანა 53 თამაშში მოახერხა რონალდოსგან განსხვავებით, რომელსაც ამის გასაკეთებლად სულ რაღაც 49 თამაში (4 თამაშით ნაკლები) დასჭირდა.
 
        · მესიმ 47 გოლის გატანა, ბარსელონაში თამაშის მე-5 სეზონში მოახერხა, რონალდომ კი ეს თავის სადებიუტო, პირველივე წელს შეძლო.
 
        · მესიმ 22 წლის ასაკში მოახერხა სარეკორდო რაოდენობის გოლების გატანა, რონალდო კი მაშინ მხოლოდ 20 წლის იყო.
     
        · მესიმ 47 გოლის გატანა 4 ტურნირზე (პრიმერადივიზიონი, კოპა დელ რეი, ჩემპიონთა ლიგა, კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი) მოახერხა.
          რონალდოს კი ამისთვის 3 ტურნირი დასჭირდა ( პრიმერადივიზიონი, კოპა დელ რეი, უეფას თასი).
        
        · მესიმ მართლაც რომ ბრწყინვალედ ჩაატარა ეს სეზონი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ის ფაქტიც რომ მესის გვერდზე თამაშობდნენ: ხავი, ინიესტა, იბრა, ანრი, ტურე, ბოიანი, პედრო და კიდევ ბევრი - მართლაც რომ ფეხბურთის ოსტატი, მესის გოლების ნახევარი კი ნამდვილად მათი არაჩვეულებრივი პასების დამსახურებაა.                 
         რონალდოს ბარსელონას თუ გავიხსენებთ, იმ შემადგენლობიდან ალბათ მხოლოდ ფიგუს, ლუის ენრიკეს და გვარდიოლას გამოყოფა შეიძლება. ასევე თუ გავიხსენებთ რონალდოს გოლებს, 80%ზე მეტი ინდივიდუალური ოსტატობით აქვს გატანილი. ამ სეზონში გატანილი გოლებიდან კი მინიმუმ 5 მათგანი მართლაც რომ მსოფლიო ფეხბურთის შედევრია.
 
კატეგორია: ახალი ამბები | დაამატა: rezi
ნანახია: 1069 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 20 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 201 2 »
avatar
0
20 marleymarley • 18:45, 2010-09-11
მესის მზე ჩაესვენა რონის მზე კიდე 15 წელი კაშკაშებდა გავითვალისწინოთ ესეც... stars1 stars1 stars2 stars2 stars3 stars2 stars2 stars1 stars2 stars3 gool gool gool gool gool gool gool love_ronaldo love_ronaldo love_ronaldo love_ronaldo stars1 stars1 stars2 stars2 stars3 stars3 stars2 stars2 stars1 stars1 pm pm pm pm pm lol3 lol3 lol3 lol3 lol3 lol3 lol3 lol3 lol3 lol3 lol3 lol3 good good good good first first first first first first first devil devil devil devil devil devil devil Please Please Please O O O
avatar
0
19 marleymarley • 09:54, 2010-06-09
გავკარი მესის
avatar
0
18 ronaldo99 • 06:50, 2010-05-19
ამ კაცს გვერდსჰი არავის დაუკენებ რა მესი რა მარადონა მესის რონალდომდე რომ მივიდეს ჯერ ორი მსოპლიო მოიგოს მარადონამ დოპინგი და კოკსი იცხიროს მეფე ხარ რონი მეფე 21საუკუნის გვერდსჰი ზიზუს დაგიკენებ მეორე ნომრად
avatar
0
17 marleymarley • 20:47, 2010-05-18
მესი მესიი ეხლა აოცებს მსოფლიოს თორე ხვალ და ზეგ რა იქნება არავინ არ იცის და რონი კი უკვე 16 წელია შეუდარებელია
avatar
1
16 mari9dadado • 17:28, 2010-05-18
მესის შედარება რონალდოსთან არ შეიძლება. რონალდო ლეგენდა არის და მესი კარგი ფეხბურთელი. ასევე არ შეიძლება რონალდინიოს და რონალდუს შედარება ფენომენთან. ისინი იმ ფინტებს აკეთებენ და იმ გოლებს იტანენ რაც რონალდო ჯერ კიდე სანამ ეგენი ტელევიზორში უყურებდნენ ფეხბურთს მაშინ აკეთებდა და ბერვრად უკეთესად. ასევე ზიდანის სიტყვებია ყოველდღე რაგაც ახალს ვხედავ რონალდოს თამასშიო, ფინტებშიო და გოლებშიო.ყოველდგე ახალს აკეთებს და ამიტომ არისო პირველი ფეხბურთელი მსოფლიოშიო. და დგემედე ეგრეა რონალდო. დაზეპირებულ ფინტებს არ აკეთებს როგორც რონალდინიო და რო გაუშიფრეს და გაბანძდა. რონალდოს ბაძავს სამივე რაც რონიმ გააკეთა ეგენი იმეორებენ. ბენზემაზე აგარ ვლაპაკარობ მაგან აგიარა რო მართლაც ბაძავს და ცდილობს მაგისნაირი იყო. მარა ძააან შორია და შეუძლებელი. stars2 stars2 stars2 stars2 stars2
avatar
0
14 rezi • 17:43, 2010-05-17
და ერთსაც დავამატებდი...

დღეს რა ფინტებსაც კრისტინასგან ვხედავთ, (რომელსაც კრისტი ყოველგვარი დანიშნულებისამებრ აკეთებს ხოლმე) ან ფინტებს რომელსაც რონალდინიო წლების წინ აკეთებდა, ეს ყველა ფინტი რონალდოს თავის დროზე გაკეთებული აქვს...

და თან რაც ყველაზე მთავარია, რითაც ზიდანიც კი გიჟდებოდა, ისაა რომ ამ ფინტებს რონალდო სისწრაფეში აკეთებდა და ერთდროულად რამოდენიმე მცველს ატყუებდა...

რონალდო სწორედ ამიტომ იყო ფენომენალური ფეხბურთელი, რომ მისგან ყველანაირი თამაში გვახსოვს: ულამაზესი ფინტები, უსწრაფესი გარბენები, უძლიერესი დარტყმები შორი მანძილებიდან, თავით შესანიშნავი გოლები და ა.შ. ყველაფერი რასაც ლამაზი ფეხბურთი ქვია...

აი რაც შეეხება მესის, მიუხედავად იმისა რომ უდიდეს პატივს ვცემ ამ ფეხბურთელს და წარმატებებს ვუსურვებ, ფინტებით დიდად არ გამოირჩევა და გოლების უმეტრესობა თითქმის ერთ სტილში აქვს გატანილი...

avatar
0
13 ronaldao • 16:47, 2010-05-17
http://www.youtube.com/watch?v=dRJCXOMtaL8&feature=related
shoto
აი ეს სპეციალურად შენთვის და ყველასთვის, კიდე ერთხელ გადავავლოდ თვალი რონის ბარსელონაში.......
აი ამ კაცთან არავის უპირატესობა არ ქონია და არა აქვს.....
მე ამით მესის ფეხბურთელობას არანაირად არ ვაკნინებ, ლეო დიდი ფეხბურთელია უკვე, მაგრამ რონალდო რონალდოა ! ის უნიკალური მოვლენაა მსოფლიო ფეხბურთში......
შეიძლება ამაზე კარგად ითამაშო ?
თუ ადამიანი ხარ ეს შეუძლებელია !
რონის აქვს ის რაც მესის არა აქვს !
პირველ რიგში რონალდო ლიდერი იყო ყველგან და ყოველთვის, ლეო ლიდერობას თავზე ვერ იღებს მთელ რიგ შემთხვევებში.....
რონალდო ძალისმიერ ორთაბრძოლებში გაცილებით კარგად თამაშობდა ვიდრე მესი (ასაკიც გაითვალისწინე)
დრიბლინგი ორივეს ძალინ მაგარი აქ ! მაგრამ ფიზიკური სიძლიერის გამო, სისწრაფის გამო და იმ რაღაცის გამო რასაც "ფენომენალურს " უწოდებდნენ მსუქანა აღემატება !
რონალდო ბურთთან უფრო თექნიკურია ვიდრე მესი , მისი გარღვევები (ბრაზილიური+ ძალისმიერი) უფრო თვალში საცემია !
კიდე ერთხელ ვამბობ მე მესის ფეხბურთელობას არანაირად არ ვაკნინებ, მაგრამ ეს ასეა....
avatar
0
15 shoto • 00:28, 2010-05-18
გეთანხმები ყველაფერში არა უბრალოდ გოლების სტატისტიკა გაჩვენე თორე რონალდო რომ ფენომენია ამაზე ვინც იდავებს ის ან დებილია ან ფეხბურთის ყრუმუნჯი მე მაგაზე პირიქით რაც რონალდო მახსოვს ყოველთვის ძაან მაგარი იყო და დავწერე კიდეც რომ მესის რონალდომდე ძაან ბევრი აკლიათქო :) მე მაგალითად რაც ფეხბურთის ყურება დავიწყე რონალდოს და კარლოსის ხათრით დავიწყე :) იმიტომ რომ ეგ ორი ფეხბურთელი იმენა ფენომენია და იმენა უძლიერესები იყვნენ და არიან როგორც გავიგე კარლოსი ეხლაც ძაან მაგარ ფორმაში ყოფილა და მესიმ პროსტო უფრო ნაკლებ თამაში გაიტანა 34 გოლი და ვსო :) :D და რა ვქნა უნდა ვიუწმაწურო :) დუნგას დდშ რა რომ ეს ფენომენები არ მიყავს და მიყავს ვიღაც ახალგაზრდა ქინძები :(
avatar
0
12 shoto • 16:20, 2010-05-17
თუ ნებას მომცემ შეგისწორებ და გეტვყი რომ 1996-97 წლებში, ბრაზილიელმა რონალდომ "ბარსას" მაისურით ესპანეთის ჩემპიონატში, 37 მატჩში 34 გოლი გაიტანა, რაც კლუბის ისტორიაში დღემდე საუკეთესო მაჩვენებელია. მესიმ კი, 34 გოლის გატანა 35 მატჩში მოახერხა. აჯობა ერთ კომპონენტში :D:D იმაზე ბაზარი არა მაქვს რომ რონალდომდე მესის ჯერ ძალიან ბევრი აკლია უბრალოდ ბევრი კი არა ძალიან ბევრი მაგრამ ფაქტი სახეზეა ერთ კომპონენტში უკვე აჯობა :D:D ეს იმიტომ დავწერე რომ მეც დღეს გავიგე :D:D თორე ასი წელი მესის მარტო ბარსაში ვცემ პატივს და ისე მთელი არგენტინა გამოექანოს :D:D გაუმარჯოს ბრაზილიასსსსსს :D:D
avatar
0
11 uta • 14:25, 2010-05-17
თან რონალდოს 1 სეზონი იყო ბარსელონაში
avatar
0
10 nikaR9 • 14:23, 2010-05-17
რა თქმა უნდა რონალდოოო. მესი საუკეთესოა მაგრამ რონალდო საუკეთესოა საუკეთესოთა შორის
1-10 11-19
ComForm">
avatar